Menu
მთავარი
ჩვენ შესახებ
საქმიანობა
მისია და ხედვა
სტრუქტურა
გეგმები
ანგარიშები
სამართლებრივი აქტები
კონტაქტი
პროდუქტები
eDocument – საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა
სისტემის შესახებ
საფასური
წარმატების ისტორია
სერვისი
მხარდაჭერა
სიახლე
eHRMS – ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა
სისტემის შესახებ
მხარდაჭერა
ვიდეო გაკვეთილები
eCloud - ღრუბლოვანი გამოთვლითი სერვისები
eVMS - ვიზიტორთა მართვის ელექტრონული სისტემა
ყველა პროდუქტი
ვიდეო გაკვეთილები
სერვისები
პორტფოლიო
სიახლეები
ძებნა
eng
Register
Login
Close
Search
Close
საჯარო ინფორმაცია
დისტანციური მხარდაჭერა
ვირტუალური ზონის სტატუსი
სასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული სერვისების პორტალი
სერვისები
სერვისები
ცხელი ხაზი - 1551
საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - 1551, რომლის დანიშნულებაა სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება, ტექნიკური პრობლემების მოთხოვნების რეგისტრაცია, პირველადი ანალიზი და შესაბამისი სამუშაოების უზრუნველყოფა, აგრეთვე კონსულტაციების გაწევა სამსახურის ელექტრონული სისტემების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
კონსულტაცია
საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ელექტრონული სისტემების ყველა მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს მუდმივი სატელეფონო და პერსონალური კონსულტაციებით, აგრეთვე დანერგილია იმ პოტენციური მომხმარებლების კონსულტირების პრაქტიკა, რომლებიც გეგმავენ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ელექტრონული სისტემების გამოყენებას.
საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა (eDocument)
საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (eDocument) მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში მომსახურების საფასური განისაზღვრება წინამდებარე დანართის პირველი მუხლით განსაზღვრული ერთი მომხმარებლის ერთი თვის მომსახურების საფასურის ნამრავლით შემსყიდველი ორგანიზაციის მომხმარებელთა რაოდენობაზე და მომსახურების პერიოდზე (იმ თვეების რაოდენობაზე, რა პერიოდშიც უნდა განხორციელდეს მომსახურება).
ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურიდან ინფრასტრუქტურის სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კონსულტაციის მომსახურება (შემდგომში „შემსყიდველი ორგანიზაცია“), ვალდებულია შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა წარუდგინოს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს (შემდგომში „სამსახური“) წერილობით;
ტექნიკური დავალების შექმნა, სისტემური და ბიზნეს პროცესების ანალიზი
ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურიდან გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით შესაბამისი ტექნიკური დავალების შექმნის, სისტემური და ბიზნეს პროცესების ანალიზის გაწევის მომსახურება (შემდგომში „შემსყიდველი ორგანიზაცია“), ვალდებულია შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა წარუდგინოს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს (შემდგომში „სამსახური“) წერილობით.
ელექტრონული ფოსტა
ელექტრონული ფოსტის მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში მომსახურების საფასური განისაზღვრება წინამდებარე დანართის პირველი მუხლით განსაზღვრული ერთი საფოსტო ყუთისათვის ერთი თვის მომსახურების საფასურის ნამრავლით შემსყიდველი ორგანიზაციის საფოსტო ყუთების რაოდენობაზე და მომსახურების პერიოდზე (იმ თვეების რაოდენობაზე, რა პერიოდშიც უნდა განხორციელდეს მომსახურება).
ელექტრონული სისტემები, კომპიუტერული პროგრამები და აპლიკაციები
ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურიდან ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავების, მხარდაჭერის ან/და განვითარების მომსახურება (შემდგომში „შემსყიდველი ორგანიზაცია“), ვალდებულია შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა შესაბამის ტექნიკურ დავალებასთან ერთად (გარდა ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების მხარდაჭერის მომსახურების შესყიდვისა, ასეთ შემთხვევაში სსიპ – საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს წარედგინება მხოლოდ მოთხოვნა) წარუდგინოს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს (შემდგომში „სამსახური“) წერილობით.
ვებგვერდის შექმნა
ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურიდან ვებგვერდის შექმნის ან/და მისი განვითარების მომსახურება (შემდგომში „შემსყიდველი ორგანიზაცია“), ვალდებულია შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა და შესაბამისი ტექნიკური დავალება წარუდგინოს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს (შემდგომში „სამსახური“) წერილობით.
ვებგვერდის სამსახურის სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსება
ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურიდან (შემდგომში „სამსახური“) ვებგვერდის სამსახურის სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მომსახურება (შემდგომში „შემსყიდველი ორგანიზაცია“), ვალდებულია შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა წარუდგინოს სამსახურს წერილობით.
ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების სამსახურის სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსება
ელექტრონული სისტემების, ვებგვერდების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების სამსახურის სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მიზნით შესაბამისი გამოთვლითი რესურსების (vcpu, RAM, HDD) მიწოდების მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახური (შემდგომში „სამსახური“) შემსყიდველ ორგანიზაციებს მათი სისტემების განთავსების მიზნით საკუთარ სერვერულ ინფრასტრუქტურაზე გამოუყოფს ისეთ რესურსს, როგორიცაა:
ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურის ადმინისტრირება
ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტს მიიღოს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურიდან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურის (სამსახურის სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსებული შემსყიდველი ორგანიზაციის სერვერების, მონაცემთა შენახვის სისტემების, ვებგვერდების ან/და ქსელური აპარატურის) ადმინისტრირების მომსახურება (შემდგომში „შემსყიდველი ორგანიზაცია“), ვალდებულია შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა წარუდგინოს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს (შემდგომში „სამსახური“) წერილობით.
საჯარო ინფორმაცია
დისტანციური მხარდაჭერა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული სერვისების პორტალი
ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭება
Back To Top