ძებნა
engka-GE
Close
პროდუქტებიbreadcrumb separatorყველა პროდუქტი

ყველა პროდუქტი

eDocument - საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა

საოფისე დოკუმენტაციის ეფექტური ელექტრონული მართვა და საჭირო დოკუმენტებსა და დავალებებზე სწრაფი წვდომა არის კრიტიკული საკითხების დროული გამკლავების ერთ-ერთი აღიარებული და მიღებული გზა.

საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა არის ინოვაციური და პროგრესული პროდუქტი, რომელიც ბიზნეს-პროცესების მაქსიმალურ გამარტივებას და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. სისტემა სამსახურებრივი დოკუმენტების ქაღალდის გამოუყენებლად მოძრაობის საშუალებას იძლევა. სისტემის მეშვეობით მარტივად ხდება დავალებების, მათზე რეაგირებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების მუდმივი მონიტორინგის პროცესის განხორციელება.

eDocument - საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა

eHRMS – ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა

(eHRMS   -  ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა, 2022  წელს, კანონმდებლობის შესაბამისად, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს გადაეცა - www.csb.gov.ge)

 

eHRMS - ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით საჯარო სექტორში დასაქმებულთა ადამიანური რესურსების ერთიან მონაცემთა ბაზას. სისტემის მიზანია ადამიანური რესურსების ელექტრონული მართვის უზრუნველყოფა შემუშავებული პოლიტიკისა და სტანდარტების გათვალისწინებით.

eHRMS არის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო სექტორის უწყებებისისა და ორგანიზაციების პერსონალის მართვის ფუნქციის ახალ საფეხურზე გადაყვანას. სისტემა შექმნილია ადამიანური რესურსების მართვის წამყვან ექსპერტებთან თანამშრომლობით, ქვეყანაში არსებული კანონმდებლობისა და მართვის წესების შესაბამისად, ასევე მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.

eHRMS – ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა

eCloud - ღრუბლოვანი გამოთვლითი სერვისები

თანამედროვე ორგანიზაციული მართვა და ოპერაციები ყველა სფეროში დაფუძნებულია ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე, რომლებიც, თავის მხრივ, საჭიროებენ მონაცემთა ძირითად და სარეზერვო ცენტრებს, შენახვის სისტემებს, სერვერულ და ქსელურ ინფრასტრუქტურას, გაგრილებას, ცეცხლქრობას, კვალიფიციურ ადმინისტრატორებს და მრავალ სხვა ძვირადღირებულ ტექნოლოგიას თუ სერვისს. როდესაც სიმძლავრეები ვეღარ აკმაყოფილებს გაზრდილ დატვირთვებს, საჭირო ხდება განახლების მასიური პროცესების ჩატარება თანმდევი პრობლემებითა და სირთულეებით.

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება საშუალებას იძლევა პრაქტიკული პასუხი გაეცეს ყველა ამ სირთულეს - პასუხი არის ვირტუალიზაციაზე დაფუძნებული „ღრუბლოვანი“ ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა მთელი თქვენი სერვერული ინფრასტრუქტურა განთავსდეს „ღრუბელში“ და მოგეხსნათ ყველა ის პრობლემა და ხარჯი, რაც ამ ინფრასტრუქტურის შენახვასა და მართვასთან არის დაკავშირებული.

eCloud - ღრუბლოვანი გამოთვლითი სერვისები

eVMS - ვიზიტორთა მართვის ელექტრონული სისტემა

ვიზიტორთა მართვის ელექტრონული სისტემა - eVMS წარმოადგენს სტუმრების ვიზიტების აღრიცხვისა და საშვების გაცემის ახალ, ინოვაციურ ელექტრონულ პროდუქტს.

სისტემის დანიშნულებაა ნებისმიერი უწყებისა და ორგანიზაციის ვიზიტორების საშვების დაშვებისა და გაცემის პროცესის ავტომატიზება. ამასთან, დროებითი საშვი შეიძლება იყოს როგორც ერთდღიანი, ისე რამდენიმე თვიანი. სისტემის საშუალებით სტუმართა იდენტიფიცირება, რეგისტრაცია და სტუმრის სტატუსის მქონე ბარათების გაცემა უმოკლეს ვადებშია შესაძლებელი, გამარტივებული და დაცული მექანიზმით.

 

eVMS - ვიზიტორთა მართვის ელექტრონული სისტემა
 
Back To Top