პრეზენტაცია
დაინტერესებულ ორგანიზაციას ვთავაზობთ დეტალურ პრეზენტაციას, რომლის მიზანია სისტემის ფუნქციონირებისა და შესაძლებლობების გაცნობა.
ტრენინგი
სისტემის დანერგვამდე, ჩვენი სამსახურის უმაღლესი კვალიფიკაციის ტრენერი ჩაატარებს სისტემის გამოყენების ტრენინგს, რაც თითოეულ მომხმარებელს საშუალებას მისცემს საფუძლიანად დაეუფლოს მას. ტრენინგის შემდეგ მომხმარებელს გადაეცემა სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია.
კონსულტაცია
სისტემის დანერგვის პროცესის დასრულების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს სამსახურის ცხელ ხაზს - ტელ: 1551, სადაც მიიღებს კონსულტაციას სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში.