ძებნა
engka-GE
Close
პროდუქტებიbreadcrumb separatoreDocument – საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემაbreadcrumb separatorწარმატების ისტორია

წარმატების ისტორია

სს „თბილისი საერთაშორისო აეროპორტი“

სს „თბილისი საერთაშორისო აეროპორტი“ საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემით სარგებლობს 2007 წლის ბოლოდან.

2007 წლამდე სს „თბილისი საერთაშორისო აეროპორტის“ კანცელარია კორესპონდენციის რეგისტრაციას აწარმოებდა ჟურნალის საშუალებით. შესაბამისად, არ არსებობდა კორესპონდენციის მართვის რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. კერძოდ:
  • დოკუმენტების კატეგორიების მიხედვით დახარისხება
  • დოკუმენტის ძებნის მოქნილი, მოხერხებული და სწრაფი სისტემა
  • დოკუმენტის მოძრაობის სრული ციკლის ასახვა
  • რეზოლუციის მთლიანი შინაარსის დაფიქსირება
  • დოკუმენტების სორტირება რაიმე პარამეტრით და ა.შ.
მართვის საინფორმაციო სისტემის დანერგვის შემდეგ, ზემოაღნიშნული საკითხების დარეგულირების პარალელურად, სააქციო საზოგადოებას გაუჩნდა დავალებისა შესრულებაზე მონიტორინგის, საპასუხო წერილების ერთმანეთთან დაკავშირების, რეზოლუციების რედაქტირების, დოკუმენტების სტატისტიკის წარმოებისა და სხვა მნიშვნელოვანი უპირატესობები.

საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის დანერგვამ გაამარტივა სს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტის“ საქმისწარმოება, კანცელარიის და ყველა სხვა განყოფილების თითოეული თანამშრომლის ყოველდღიური საქმიანობა. შესაძლებელი გახდა სამუშაო დროის მნიშვნელოვანი ნაწილის გამოთავისუფლება, რამაც, თავის მხრივ, აეროპორტის ფუნქციონირების სხვა კომპონენტებზე მეტი ყურადღების მიქცევა და მომსახურების ხარისხის ზრდა განაპირობა.

სს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტი“ ახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:
  • საჰაერო ხომალდების მიღება, გაშვება, მიწაზე მოძრაობის და დგომის უზრუნველყოფა
  • თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ტექნიკური და კომერციული მომსახურება
  • აეროპორტში მგზავრებისა და ბარგის მომსახურება
  • ტვირთებისა და საფოსტო გზავნილთა დამუშავება, გაგზავნა და მიღება.
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტი საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემით სარგებლობს 2008 წლის ოქტომბრიდან. პროგრამის ამოქმედებამდე საქმისწარმოების დეპარტამენტიდან ადრესატებს დოკუმენტები გადაეცემოდათ დღეში ორჯერ 12 და17 საათებზე. სისტემის ამოქმედების შემდეგ ყველა ადრესატს საშუალება აქვს დოკუმენტის რეგისტრირებისთანავე მიიღოს მისი სკანირებული ვარიანტი.
ზემოთაღნიშნული მნიშველოვანი უპირატესობის გარდა, სისტემის გამოყენებით შესაძლებელი გახდა:
  • დოკუმენტის სწრაფი ძებნა
  • დოკუმენტაციის მონიტორინგის განყოფილების საქმიანობის მნიშვნელოვანი გამარტივება
  • დეპუტატების კორესპონდენციისა და მათზე რეაგირების ანალიზისა და სტატისტიკის დადგენა

პარლამენტის საქმისწარმოების დეპარტამენტი სრულ რეკომენდაციას უწევს საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემას, აფასებს რა მას საკანცელარიო საქმიანობისთვის შეუცვლელ, კრიტიკულად საჭირო პროდუქტად.

ამონარიდები საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მომხმარებელი ორგანიზაციების შეფასებებიდან
ეროვნული ბანკი


შესაძლებელი გახდა:

  • კანცელარიის მუშაობის გამარტივება
  • წერილზე რეგირების ოპერატიულობის გაზრდა
  • ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება

თბილისის რეგიონული ცენტრი


შესაძლებელი გახდა:

  • შემოსული და გასული დოკუმენტების, ასევე შიდა მიმოწერის ერთიან ნუმერაციაში მოქცევა
  • ვადაგადაცილებული და შეუსრულებელი წერილების კონტროლის შესაძლებლობა
  • სტატისტიკური მონაცემების მარტივი შედგენა ფილტრების გამოყენებით

შემოსავლების სამსახური


შესაძლებელი გახდა:

  • დოკუმენტების დაცვა
  • აპარატის მასშტაბით დოკუმენტების სწრაფი გადაადგილება

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი


შესაძლებელი გახდა:

  • სამუშაო დროის ეფექტურად გამოყენება
  • შემოსული წერილების ჩამოწერ
  • ერთხელ შეყვანილი დოკუმენტების დამახსოვრება

ქ. ფოთის საგადასახადო სამსახური


შესაძლებელი გახდა:

  • გატარებული წერილის სკანირება დანართებიანად და, შემდგომში, დოკუმენტის მარტივი მოძიება
  • რეზოლუციის მარტივად დადება
  • დავალებების შემსრულებლებზე მარტივად გადანაწილება
  • დოკუმენტების ქსეროქსზე გადამრავლების საჭირო დროისა და მატერიალური დანახარჯების შემცირება

 

 

 
Back To Top