eDocument - საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა საოფისე დოკუმენტაციის ეფექტური ელექტრონული მართვა და საჭირო დოკუმენტებსა და დავალებებზე სწრაფი წვდომა არის კრიტიკული საკითხების დროული გამკლავების ერთ-ერთი აღიარებული და მიღებული გზა. საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა არის ინოვაციური და პროგრესული პროდუქტი, რომელიც ბიზნეს-პროცესების მაქსიმალურ გამარტივებას და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. სისტემა სამსახურებრივი დოკუმენტების ქაღალდის გამოუყენებლად მოძრაობის საშუალებას იძლევა. სისტემის მეშვეობით მარტივად ხდება დავალებების, მათზე რეაგირებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების მუდმივი მონიტორინგის პროცესის განხორციელება.
დავალებების ეფექტური მართვა
სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მას სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური მინიმალური საფასო ღირებულებით გთავაზობთ (განფასების ფაილი იხილეთ/გადმოწერეთ ქვემოთ). შესაბამისად, ყველა მომხმარებელს აქვს საშუალება საბიუჯეტო ხარჯების მნიშვნელოვანი დაზოგვის პირობებში გახდეს დოკუმენტაციის ელექტრონული მართვის ერთი-ერთი ყველაზე სრულყოფილი, პროგრესული და მძლავრი პროდუქტის მომხმარებელი. გარდა ზემოთაღნიშნულისა, სისტემას ანალოგიურ ელექტრონულ პროდუქტებთან მიმართებაში გააჩნია ისეთი უპირატესობები, როგორიც არის:
სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური, საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის შემქმნელი და მისი პირველი მომხმარელი, ყველა დაინტერესებულ მომხმარებლს გაუწევს პროდუქტთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის დამატებით კონსულტაციას.
საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მომხმარებლები:
სისტემით სარგებლობს 245-ზე მეტი სახელმწიფო უწყება და ორგანიზაცია, მათ შორის: საქართველოს პარლამენტი, საქართველოს სამინისტროები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი საქვეუწყებო დაწესებულებები (სსიპ, ა(ა)იპ, შპს), აჭარის ა/რ მთავრობის აპარატი, სამინისტროები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი საქვეუწყებო დაწესებულებები (სსიპ, ა(ა)იპ, შპს), აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატი, სამინისტროები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი საქვეუწყებო დაწესებულებები (სსიპ, ა(ა)იპ, საქართველოს მუნიციპალიტეტების გამგეობები და საკრებულოები, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი და სხვა.