ძებნა
Close
პროდუქტებიbreadcrumb separatoreHRMS – ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემაbreadcrumb separatorსისტემის შესახებ

სისტემის შესახებ

eHRMS - ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით საჯარო სექტორში დასაქმებულთა ადამიანური რესურსების ერთიან მონაცემთა ბაზას. სისტემის მიზანია ადამიანური რესურსების ელექტრონული მართვის უზრუნველყოფა შემუშავებული პოლიტიკისა და სტანდარტების გათვალისწინებით.

eHRMS არის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო სექტორის უწყებებისისა და ორგანიზაციების პერსონალის მართვის ფუნქციის ახალ საფეხურზე გადაყვანას. სისტემა შექმნილია ადამიანური რესურსების მართვის წამყვან ექსპერტებთან თანამშრომლობით, ქვეყანაში არსებული კანონმდებლობისა და მართვის წესების შესაბამისად, ასევე მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.

eHRMS სისტემა არის მარტივი, მოქნილი და მომხმარებლისთვის ადვილად გამოსაყენებელი. სისტემაში სრულყოფილად არის წარმოდგენილი პერსონალის ადმინისტრირების მოდული, რომელშიც ასევე მოიაზრება თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის ფუნქციონალი. რეალიზებულია ისეთი მძლავრი მექანიზმები, როგორიცაა: მონაცემების არქივირება, ძებნა, და ანგარიშგების წარმოება. გახორცილდა eHRMS-ის ინტეგრაცია ხაზინის ელექტრონულ სისტემასთან (eTreasury) სახელფასო უწყისის კუთხით, ასევე შესაძლებელი გახდა eHRMS-ის სინქრონიზაცია სხვადასხვა ტიპის დასწრების აღრიცხვის ელექტრონულ სისტემებთან.

სისტემა მუდმივად ვითარდება და სამომავლოდ იგეგმება ისეთი ახალი მოდულების დამატება, როგორიცაა: შერჩევის, შეფასების, სწავლებისა და განვითარების მოდულები, ასევე, მომხმარებლის მოდული (self-service), რაც უზრუნვეყლფს თითოეული თანამშრომლის საკუთარ მონაცემებზე წვდომას და კადრების თანამშრომლებთან ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობას.

 

სისტემის უპირატესობებია:

  • სიმარტივე და მოქნილობა;
  • ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირება და მუშობის ხარისხის ზრდა;
  • არქივირების, ძებნისა და ანგარიშგებების მძლავრი მექანიზმები;
  • საკადრო საქმიანობის შესრულებაზე დახარჯული დროისა და რესურსების მნიშვნელოვანი ეკონომია;
  • შეცდომებსა და მონაცემებს შორის შეუსაბამობის რაოდენობის შემცირება;
  • მომხმარებლის სისტემაში დაშვებების მართვა;
  • უსაფრთხოების მაღალი ხარისხი;
  • დანერგვის მოქნილი სისტემა;
  • მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა
 

ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის მომხმარებლები:

 

სისტემით სარგებლობს 345-ზე მეტი  სახელმწიფო უწყება და ორგანიზაცია, მათ შორის: საქართველოს პრეზიდენიტის ადმინისტრაცია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სამინისტროები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი საქვეუწყებო დაწესებულებები (სსიპ, ა(ა)იპ, შპს), საქართველოს მუნიციპალიტეტების გამგეობები და საკრებულოები, ქალაქ თბილისის მერია და საკრებულო,  რაიონული გამგეობები, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს რაიონული, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები და ა.შ.

 

ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის მომხმარებლის სახელმძღვანელო
 
ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის ბუკლეტი

 

 

 
Back To Top