ძებნა
engka-GE
Close
პროდუქტებიbreadcrumb separatoreDocument – საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემაbreadcrumb separatorსიახლე

სიახლე

კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა პირადობის მოწმობით (ID ბარათი) და შტამპის საშუალებით

იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ ელექტრონულ დოკუმენტს გაუკეთოდ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა საჭიროა:

1. იქონიოთ ბარათის წამკითხველი(Card Reader)
2. იქონითო პრადობის მოწმობა (ID ბარათი)
3.  ID ბარათში უნდა იყოს ვალიდური სერტიფიკატი (სერტიფიკატს აქვს 2 წლიანი ვადა, ანუ თუ ვადა გასულია საჭიროა მისი გაგრძელება)
4. გააკეთოთ სატესტო ხელმოწერა PDF ფაილზე ID Card პროგრამის საშუალებით (პროგრამა განთავსებულია id.ge მისამართზე)

ამ პუნქტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელ ხაზს: +995 (0) 32 240 10 10

 

იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ ელექტრონულ დოკუმენტს გაუკეთოდ კვალიფიციური ელექტრონული შტამპი საჭიროა:

1. იქონიოთ ბარათის წამკითხველი (Card Reader)
2. იქონითო შტამპის ბარათი

ამ პუნქტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელ ხაზს: +995 (0) 32 240 10 10

ყველა ზემოთ აღნიშნული პუნქტის გამართვა და შესრულება აუცილებელია იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ eDocument საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემაში კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელება.

 

სახელმძღვანელო

eDocument კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა
 
eDocument კვალიფიციური ელექტრონული შტამპი

 

 

დამხმარე პროგრამები

დამხმარე პროგრამების გამართვის ინსტრუქცია

eBridge - მომხმარებელთან ინდივიდუალურად გავრცელების მიზნით

eBridge - ავტომატურად დომენში გავრცლების მიზნით

eSignature - ელ. ხელმოწერის და შტამპის კლიენტის პლაგინები

eSignature - ელ. ხელმოწერის და შტამპის კლიენტის პლაგინების წაშლის პროგრამა

 

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საჭირო ბმულები

ძირითადი სერტიფიკატის ინსტალაცია Microsoft Windows ოპერაციულ სისტემაში

გადმოიწერეთ შუალედური პროგრამა (მიდლვეარი)

გადმოიწერეთ შტამპის ბარათის შუალედური პროგრამა

დეტალური ინფორმაციის სანახავად იხილეთ ბმული id.ge

 

 

საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის eDocument-ის განახლება

საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა eDocument-ის განახლება, სისტემის შემუშავების ტექნოლოგიის აუცილებელი ცვლილება განპირობებულია ვებ-ბრაუზერების მწარმოებელი ორგანიზაციების პოლიტიკის ცვლილებით. კერძოდ პოპულარულ ბრაუზერში Google Chrome, Microsoft Edge, Opera, Mozilla და სხვა შეწყვეტილია Silverlight პლაგინის (აღნიშნული ტექნოლოგიის საშუალებით შემუშავებულია თქვენთან არსებული eDocument სისტემა)  მხარდაჭერა. ასევე Microsoft-მა გამოაცხადა Silverligt მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ, თუნდაც Internet Explorer-ში. სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური შეეცადა ტექნოლოგიის ცვლილება მინიმალურად ასახულიყო ფუნქციონალურ ცვლილებებზე. ახალი ვერსია არ არის დამოკიდებული Silverlight პლაგინზე და სრულიად თავსებადია HTML5 სტანდარტთან და თავსებადია ყველა თანამედროვე ვებ-ბრაუზერთან.
ასევე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ტექნოლოგიური ცვლილებით საქმისწარმოების ავტომატიზებულ სისტემა eDocument-ში ნაწილობრივ რეალიზებულია 2017 წლის 21 აპრილს მიღებული საქართველოს კანონი ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ, რომელიც ამოქმედდება 2018 წლის 1 ივლისიდან, ანუ რეალიზებულია ციფრული ხელმოწერის საშუალება.

 

სახელმძღვანელო

eDocument სიახლეები

 

 
Back To Top