ვებგვერდის სამსახურის სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები
მუხლი 1. ვებგვერდის სამსახურის სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მომსახურების საფასურის ოდენობები და მათი დაანგარიშების წესი
მომსახურების დასახელება
|
ვებგვერდის მაქსიმალური მოცულობა (GB)
|
ერთი თვის მომსახურების საფასური დღგ-ის ჩათვლით (ლარი)
|
ვებგვერდის სამსახურის სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსება
|
5-მდე
|
118.90
|
5-დან – 10-მდე
|
184.10
|
10-დან – 20-მდე
|
254.60
|
20 და მეტი
|
564.00
|
მუხლი 2. ვებგვერდის სამსახურის სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მომსახურების პირობები
1. ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურიდან (შემდგომში „სამსახური“) ვებგვერდის სამსახურის სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მომსახურება (შემდგომში „შემსყიდველი ორგანიზაცია“), ვალდებულია შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა წარუდგინოს სამსახურს წერილობით.
2. შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას, კერძოდ:
ა) ვებგვერდის დასახელებას;
ბ) საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართს;
გ) მომსახურების გაწევის ვადას.
3. სამსახური, ვებგვერდის სამსახურის სერვერულ ინფრასტრუქტურაზე განთავსების მომსახურების გაწევის დაწყებასთან დაკავშირებით, უგზავნის შემსყიდველ ორგანიზაციას შეტყობინებას მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე და აღნიშნული შეტყობინების მიღების შემდგომ სამსახური ახორციელებს მომსახურებას გაწევას.
4. სამსახური მომსახურებას ახორციელებს უწყვეტად მე-2 მუხლის, მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში, შესაბამისად, მომსახურების მიღებაზე შემსყიდველ ორგანიზაციასა და სამსახურს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც შესაძლებელია გაფორმდეს როგორც ყოველთვიურად, ასევე მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ.
5. მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმდეს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან ან/და ყოველი მომდევნო თვის დასაწყისიდან – 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
6. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან – 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.