ძებნა
Close
სერვისებიbreadcrumb separatorინფორმაციული ტექნოლოგიები

ინფორმაციული ტექნოლოგიები

ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კონსულტაციის (მათ შორის, ინფრასტრუქტურის სფეროში) მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები

მუხლი 1. ინფრასტრუქტურის სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კონსულტაციის მომსახურების საფასურის ოდენობები და მათი დაანგარიშების წესი

1. ინფრასტრუქტურის სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კონსულტაციის მომსახურების საფასურის ოდენობები:

მომსახურების დასახელება

მომსახურების საფასური

  დღგ-ის ჩათვლით (ლარი)  

  ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კონსულტაცია  

  (მათ შორის, ინფრასტრუქტურის სფეროში)

X

 

2. მომსახურების საფასური X გამოითვლება შემდეგი წესით: მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაცსაათების ოდენობა მრავლდება 1 კაცსაათის საფასურზე, სადაც 1 კაცსაათის ღირებულება შეადგენს 67.00 (სამოცდაშვიდი) ლარს.

3. არასრული თვის მომსახურების საფასურის დასათვლელად უნდა განისაზღვროს მომსახურების ერთი დღის საფასური, შემდეგი წესით: მომსახურების საფასური X უნდა გაიყოს მომსახურებისათვის საჭირო დღეების სრულ რაოდენობაზე, ამით დადგინდება მომსახურების ერთი დღის საფასური, ხოლო ამის შემდგომ, მომსახურების ერთი დღის საფასური უნდა გამრავლდეს შესაბამის თვეში არსებულ დღეების რაოდენობაზე, მივიღებთ შესაბამისი თვის მომსახურების საფასურს.

 

მუხლი 2. ინფრასტრუქტურის სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კონსულტაციის მომსახურების პირობები

1. ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისაგან (შემდგომში – სამსახური) ინფრასტრუქტურის სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) კონსულტაციის მომსახურება (შემდგომში – შემსყიდველი ორგანიზაცია), ვალდებულია, შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა (მოთხოვნა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შემსყიდველი ორგანიზაციის ელექტრონული ფოსტის მისამართის თაობაზე) წარუდგინოს სამსახურს წერილობით.

2. სამსახური ვალდებულია, შემსყიდველ ორგანიზაციას შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ელფოსტის მისამართზე მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ინფორმაცია მომსახურების საფასურთან (X) ან/და მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაცსაათების ოდენობასთან დაკავშირებით;

გ) ინფორმაცია მომსახურების გაწევის პერიოდთან დაკავშირებით.

3. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გაუგზავნოს სამსახურს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის  მისამართზე – 1551@mof.ge დასტური ან უარი მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.

4. სამსახურს მომსახურების გაწევის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დასტურის მიღების შემდგომ.

5. მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება ყოველთვიურად ან/და მომსახურების გაწევის დასრულების შემდგომ, შესაბამისად მომსახურების გაწევის დასრულებიდან ან/და ყოველი მომდევნო თვის დასაწყისიდან - 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.

6. მიღება-ჩაბარების აქტი ასევე შესაძლებელია, გაფორმდეს ელექტრონულად, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

7. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან - 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

 
Back To Top