ძებნა
Close
სერვისებიbreadcrumb separatorელექტრონული სისტემები, კომპიუტერული პროგრამები და აპლიკაციები

ელექტრონული სისტემები, კომპიუტერული პროგრამები და აპლიკაციები

ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავების, მხარდაჭერის ან/და განვითარების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები

მუხლი 1. ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავების, მხარდაჭერის ან/და განვითარების მომსახურების საფასურის ოდენობები და მათი დაანგარიშების წესი:

1. ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავების, მხარდაჭერის ან/და განვითარების მომსახურების საფასურის ოდენობები:

მომსახურების დასახელება

   მომსახურების საფასური

  დღგ-ის ჩათვლით (ლარი)  

  ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავება, მხარდაჭერა ან/და განვითარება  

X

 

2. მომსახურების საფასური X გამოითვლება შემდეგი წესით: მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაცსაათების ოდენობა მრავლდება 1 კაცსაათის ღირებულებაზე, ამასთანავე, 1 კაცსაათის ღირებულება შეადგენს 57.00 (ორმოცდაჩვიდმეტი) ლარს.

3. არასრული თვის მომსახურების საფასურის დასათვლელად უნდა განისაზღვროს მომსახურების ერთი დღის საფასური, შემდეგი წესით: მომსახურების საფასური X უნდა გაიყოს მომსახურებისათვის საჭირო დღეების სრულ რაოდენობაზე, ამით დადგინდება მომსახურების ერთი დღის საფასური, ხოლო ამის შემდგომ, მომსახურების ერთი დღის საფასური უნდა გამრავლდეს შესაბამის თვეში არსებულ დღეების რაოდენობაზე, მივიღებთ შესაბამისი თვის მომსახურების საფასურს.

 

მუხლი 2. ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავების, მხარდაჭერის ან/და განვითარების მომსახურების პირობები

1. ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტს, შეისყიდოს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისაგან (შემდგომში – სამსახური) ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავების, მხარდაჭერის ან/და განვითარების მომსახურება (შემდგომში – შემსყიდველი ორგანიზაცია), ვალდებულია, შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა შესაბამის ტექნიკურ დავალებასთან ერთად (გარდა ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების მხარდაჭერის მომსახურების შესყიდვისა, ასეთ შემთხვევაში სამსახურს წარედგინება მხოლოდ შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა) წარუდგინოს სამსახურს წერილობით.

2. ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების მხარდაჭერის მომსახურება წარმოადგენს მომსახურებას, რომელიც უზრუნვლყოფს მხოლოდ ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების სრული ფუნქციონალის სწორ, გამართულ და უხარვეზო მუშაობის უზრუნველყოფას.

3. შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შემსყიდველი ორგანიზაციის საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართს (ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების მხარდაჭერის მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა ასევე უნდა შეიცავდეს მომსახურების გაწევის პერიოდს/ვადას).

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტექნიკური დავალება უნდა იყოს მკაფიო, მასში მაქსიმალური სიზუსტით უნდა იყოს აღწერილი მოთხოვნილი ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამისა თუ აპლიკაციის შესაბამისი პარამეტრები.

5. სამსახური უფლებამოსილია, მხოლოდ ერთხელ მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას, დააზუსტოს წარდგენილი ტექნიკური დავალება და თუ ასეთი დაზუსტების შემდგომაც წარდგენილი ტექნიკური დავალება არ იქნება საკმარისი მოთხოვნილი ელექტრონული სისტემის, კომპიუტერული პროგრამისა თუ აპლიკაციის შესაქმნელად/განსავითარებლად, სამსახური უარს განაცხადებს შემსყიდველი ორგანიზაციის მომსახურებაზე და აღნიშნულ გადაწყვეტილებას აცნობებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტის მისამართზე.

6. სამსახური შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში (ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავების, ან/და განვითარების მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დავალება აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს) ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიაწვდის შემსყიდველ ორგანიზაციას შემდეგ ინფორმაციას, კერძოდ:

ა) ინფორმაციას მომსახურების საფასურთან (X) ან/და მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაცსაათების ოდენობასთან დაკავშირებით;

ბ) ინფორმაციას მომსახურების გაწევის პერიოდთან დაკავშირებით (გარდა ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების მხარდაჭერის მომსახურებისა).

7. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გაუგზავნოს სამსახურს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის  მისამართზე – 1551@mof.ge დასტური ან უარი მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.

8. სამსახურს მომსახურების გაწევის ვალდებულება წარმოეშვება ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული დასტურის მიღების შემდგომ.

9. ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების შემუშავების, ან/და განვითარების მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება ყოველთვიურად ან/და მომსახურების გაწევის დასრულების შემდგომ, შესაბამისად მომსახურების გაწევის დასრულებიდან ან/და ყოველი მომდევნო თვის დასაწყისიდან - 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში

10. ელექტრონული სისტემების, კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების მხარდაჭერის მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება ყოველთვიურად ყოველი მომდევნო თვის დასაწყისიდან - 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.

11. მიღება-ჩაბარების აქტი ასევე შესაძლებელია, გაფორმდეს ელექტრონულად, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

12. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს როგორც მომსახურების გაწევის დასრულების შემდგომ ასევე ყოველთვიურად ამავე მუხლის მე-9 ან/და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან - 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

 
Back To Top