გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით შესაბამისი ტექნიკური დავალების შექმნის, სისტემური და ბიზნესპროცესების ანალიზის გაწევის მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები
მუხლი 1. გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით შესაბამისი ტექნიკური დავალების შექმნის, სისტემური და ბიზნესპროცესების ანალიზის გაწევის მომსახურების საფასურის ოდენობები და მათი დაანგარიშების წესი
1. გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით შესაბამისი ტექნიკური დავალების შექმნის, სისტემური და ბიზნესპროცესების ანალიზის გაწევის მომსახურების საფასურის ოდენობები:
მომსახურების დასახელება
|
მომსახურების საფასური დღგ-ის ჩათვლით (ლარი)
|
გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით შესაბამისი ტექნიკური დავალების შექმნა, სისტემური და ბიზნესპროცესების ანალიზის გაწევა
|
X
|
2. მომსახურების საფასური X გამოითვლება შემდეგი წესით: მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაცსაათების ოდენობა მრავლდება 1 კაცსაათის საფასურზე, აქედან 1 კაცსაათის ღირებულება შეადგენს 56.00 (ორმოცდათექვსმეტი) ლარს.
3. არასრული თვის მომსახურების საფასურის დასათვლელად უნდა განისაზღვროს მომსახურების ერთი დღის საფასური, შემდეგი წესით: მომსახურების საფასური X უნდა გაიყოს მომსახურებისათვის საჭირო დღეების სრულ რაოდენობაზე, ამით დადგინდება მომსახურების ერთი დღის საფასური, ხოლო ამის შემდგომ, მომსახურების ერთი დღის საფასური უნდა გამრავლდეს შესაბამის თვეში არსებულ დღეების ოდენობაზე, მივიღებთ შესაბამისი თვის მომსახურების საფასურს.
მუხლი 2. გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით შესაბამისი ტექნიკური დავალების შექმნის, სისტემური და ბიზნესპროცესების ანალიზის გაწევის მომსახურების პირობები
1. ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტს შეისყიდოს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისაგან (შემდგომში – სამსახური), გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით, შესაბამისი ტექნიკური დავალების შექმნის, სისტემური და ბიზნესპროცესების ანალიზის გაწევის მომსახურება (შემდგომში – შემსყიდველი ორგანიზაცია), ვალდებულია, შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნა (მოთხოვნა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შემსყიდველი ორგანიზაციის ელექტრონული ფოსტის მისამართის თაობაზე) წარუდგინოს სამსახურს წერილობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა უნდა იყოს მაქსიმალურად მკაფიო, მასში მაქსიმალური სიზუსტით უნდა იყოს აღწერილი მოთხოვნილი ტექნიკური დავალების შესაბამისი პარამეტრები, სამსახურს უფლება აქვს, დააზუსტებინოს (რამოდენიმეჯერ) შემსყიდველ ორგანიზაციას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა.
3. სამსახური ვალდებულია, შესყიდვასთან დაკავშირებული მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ელფოსტის მისამართზე მიაწოდოს შემსყიდველ ორგანიზაციას შედეგი ინფორმაცია, კერძოდ:
ა) ინფორმაცია მომსახურების საფასურთან (X) ან/და მომსახურების გაწევისათვის საჭირო კაცსაათების ოდენობასთან დაკავშირებით;
ბ) ინფორმაცია მომსახურების გაწევის პერიოდთან დაკავშირებით.
4. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გაუგზავნოს სამსახურს წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე (1551@mof.ge) დასტური ან უარი მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.
5. სამსახურს მომსახურების გაწევის ვალდებულება წარმოეშვება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დასტურის მიღების შემდგომ.
6. მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება ყოველთვიურად ან/და მომსახურების გაწევის დასრულების შემდგომ, შესაბამისად მომსახურების გაწევის დასრულებიდან ან/და ყოველი მომდევნო თვის დასაწყისიდან - 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
7. მიღება-ჩაბარების აქტი ასევე შესაძლებელია, გაფორმდეს ელექტრონულად, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
8. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.