ვიზიტორთა მართვის ელექტრონული სისტემა - eVMS წარმოადგენს სტუმრების ვიზიტების აღრიცხვისა და საშვების გაცემის ახალ, ინოვაციურ ელექტრონულ პროდუქტს.
სისტემის დანიშნულებაა ნებისმიერი უწყებისა და ორგანიზაციის ვიზიტორების საშვების დაშვებისა და გაცემის პროცესის ავტომატიზება. ამასთან, დროებითი საშვი შეიძლება იყოს როგორც ერთდღიანი, ისე რამდენიმე თვიანი. სისტემის საშუალებით სტუმართა იდენტიფიცირება, რეგისტრაცია და სტუმრის სტატუსის მქონე ბარათების გაცემა უმოკლეს ვადებშია შესაძლებელი, გამარტივებული და დაცული მექანიზმით.