თანამედროვე ორგანიზაციული მართვა და ოპერაციები ყველა სფეროში დაფუძნებულია ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე, რომლებიც, თავის მხრივ, საჭიროებენ მონაცემთა ძირითად და სარეზერვო ცენტრებს, შენახვის სისტემებს, სერვერულ და ქსელურ ინფრასტრუქტურას, გაგრილებას, ცეცხლქრობას, კვალიფიციურ ადმინისტრატორებს და მრავალ სხვა ძვირადღირებულ ტექნოლოგიას თუ სერვისს. როდესაც სიმძლავრეები ვეღარ აკმაყოფილებს გაზრდილ დატვირთვებს, საჭირო ხდება განახლების მასიური პროცესების ჩატარება თანმდევი პრობლემებითა და სირთულეებით.
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება საშუალებას იძლევა პრაქტიკული პასუხი გაეცეს ყველა ამ სირთულეს - პასუხი არის ვირტუალიზაციაზე დაფუძნებული „ღრუბლოვანი“ ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა მთელი თქვენი სერვერული ინფრასტრუქტურა განთავსდეს „ღრუბელში“ და მოგეხსნათ ყველა ის პრობლემა და ხარჯი, რაც ამ ინფრასტრუქტურის შენახვასა და მართვასთან არის დაკავშირებული.