ძებნა
Close
PFMS - საჯარო ფინანსების მართვაbreadcrumb separatoreHRMS

eHRMS - ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა

მომხმარებლები: სახელმწიფო უწყებები და ორგანიზაციები

სისტემის აღწერა: ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით საჯარო სექტორში დასაქმებული პერსონალის ერთიან მონაცემთა ბაზას. მისი მიზანია ადამიანური რესურსების ელექტრონული მართვის უზრუნველყოფა შემუშავებული პოლიტიკისა და სტანდარტების შესაბამისად. 

სისტემა საბაზო საკადრო ადმინისტრაციის ფუნქციების ავტომატიზაციის საშუალებას იძლევა. მასში გაერთიანებულია შემდეგი ფუნქციები:

  • სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების მართვა;
  • სტატისტიკური ინფორმაციის გენერაცია;
  • თანამშრომლების შესახებ სრულყოფილი, მუდმივად განახლებული ინფორმაციის არსებობა;
  • თანამშრომლის დასწრებების აღრიცხვა;
  • პერსონალის ხელფასის უწყისის რეესტრი;
  • თანამშრომლის მივლინებების რესტრი;
  • ძებნისა და ანგარიშგების მძლავრი მექანიზმი;
  • ავტომატური შეტყობინებების გენერირების ფუნქციონალი;
  • თანამშრომლის მონაცემების არქივირება;
  • კლასიფიკატორთა მართვა

 

სამომავლოდ, სისტემას დაემატება შერჩევის, შეფასების, სამუშაოს აღწერილობის, სწავლებისა და განვითარების მოდულები. ასევე, სისტემას ექნება მომხმარებლის მოდული (self-service), რაც თითოეულ თანამშრომელს საკუთარ მონაცემებზე წვდომისა და კადრების თანამშრომლებთან ინფორმაციის გაცვლის საშუალებას მისცემს.

 

eHRMS სისტემის უპირატესობებია:

  • სიმარტივე და მოქნილობა;
  • საკადრო საქმიანობის შესრულებაზე დახარჯული დროისა და რესურსების მნიშვნელოვანი ეკონომია;
  • ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირება და მუშაობის ხარისხის ზრდა;
  • შეცდომებსა და მონაცემებს შორის შეუსაბამობის რაოდენობის შემცირება;
  • მენეჯმენტის სწორი გადაწყვეტილებების დროული მიღების პროცესის ოპტიმიზაცია

 

სისტემა შექმნილია მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის, ქვეყნის საკადრო კანონმდებლობისა და მართვის მიღებული წესების გათვალისწინებით.

სისტემაზე გადასვლა
 
Back To Top