ძებნა
Close
PFMS - საჯარო ფინანსების მართვა

PFMS - საჯარო ფინანსების მართვა

საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემის (PFMS) დანიშნულებაა ქვეყნის საფინანსო სისტემის ავტომატიზება, მისი შეუფერხებელი ფუნქციონირების, განვითარებისა და მდგრადობის უზრუნველყოფა. სისტემა შედგება 4 კომპონენტისგან: ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემა (eBudget), სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემა (eTreasure), სახელმწიფო ვალისა და საინვესტიციო პორექტების მართვის სისტემა (eDMS), ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა (eHRMS). 

სისტემის საშუალებით წარმოებს საჯარო ფინანსების ელექტრონული მართვა ბიუჯეტის დაგეგმვიდან დაწყებული, მისი აღსრულებით დასრულებული, ყველა მოვლენის ზუსტი, დროული, სრულყოფილი, საიმედო, თანმიმდევრული და მუდმივად განახლებადი ინფორმაციის აღრიცხვა, ფინანსური ტრანზაქციების ღირებულების შემცირება, მენეჯმენტის დროული უზრუნველყოფა შესაბამისი ანგარიშებით და სხვა. სისტემის გამოყენებით ხორციელდება გადასახადებისა და მოსაკრებლების ელექტრონულად შეგროვება, ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელფასების, პენსიებისა და სხვა ფულადი სახსრების ელექტრონულად გადარიცხვა, საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური მონაცემების, აგრეთვე, სახელმწიფო სესხების, ვალისა და გრანტების მართვა. 

 სისტემა უზრუნველყოფს ასობით მომხმარებელი სახელმწიფო ორგანიზაციის დღიური 9,8 მილიონი ტრანზაქციისა და დღიური 1,2 მილიონი ბუღალტრული გატარების ტექნიკურ მხარდაჭერას. PFMS ემსახურება 4400 შიდა და ნახევარ მილიონამდე გარე მომხმარებელს.



 
Back To Top