PFMS - საჯარო ფინანსების მართვაeDMS
eDMS - სახელმწიფო ვალისა და საინვესტიციო პროექტების მართვის სისტემა
სისტემის დამკვეთი: ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი.
მომხმარებლები: ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი, სხვა სახელმწიფო უწყებები.
სისტემის აღწერა: სახელმწიფო ვალისა და საინვესტიციო პროექტების მართვის სისტემა წარმოადგენს სახელმწიფო ვალის მართვის ავტომატიზაციისთვის საჭირო ინსტრუმენტების კრებულს. მისი მიზანია ერთ ადგილას მოუყაროს თავი სახელმწიფო ვალზე და გრანტებზე არსებულ ყველა სახის მონაცემებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება სანდო და სრული ფინანსური ინფორმაციის მიღება.
სისტემის შესაძლებლობები:
- სახელმწიფო ვალის აღრიცხვასთან დაკავშირებული კალკულაციების წარმოება (საკასო და დარიცხვის მეთოდებით);
- საინვესტიციო და ბიუჯეტის მხარდამჭერ პროექტებთან დაკავშირებული ყველა მნიშნველოვანი შეთანხმების აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტების ელექტრონულ ფორმატში ატვირთვა;
- ავტომატური შეტყობინებების ელ.ფოსტით გაგზავნის ფუნქციონალი;
- ინტეგრაცია სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ სისტემასთან, რომლის ფარგლებშიც ავტომატიზებულია ფასიან ქაღალდებზე გადასახდელი მოთხოვნების გენერირება და შემოსულობების დაბრუნება
სისტემის უპირატესობები:
- მოხმარების სიმარტივე;
- მოქნილი ანგარიშგება მრავალი გამოთვლითი მეთოდით, რომელიც განკუთვნილია როგორც შიდა, ასევე გარე დაინტერესებული პირებისთვის;
- მონაცემების არასწორად შეტანის მცირე ალბათობა;
ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება
სისტემაზე გადასვლა