ბმულები

 


თანაშემწე

დამსაქმებელი

სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური

კატეგორია:

ადმინისტრაცია

თანამდებობის სრული დასახელება:

სამსახურის უფროსის თანაშემწე

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა:

2017/04/28

სარგო:

830 ლარი

ადგილების რაოდენობა:

1

სამსახურის ადგილმდებარეობა:

თბილისი

სამუშაოს ტიპი:

სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა:

3 თვე

 

სამუშაოს აღწერა
• ხელმძღვანელის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია. დაგეგმილი შეხვედრების და მომლოდინე სტუმრების შესახებ ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
• საქმისწარმოების სპეციალური პროგრამის საშუალებით შემოსული წერილების განაწილება შესაბამის დეპარტამენტებზე და დავალებების შესრულების კონტროლი;
• ხელმძღვანელის მისაღებში შემოსულ სატელეფონო ზარების მიღება და მათი გადამისამართება ხელმძღვანელის შესაბამისი მითითების შემთხვევაში;
• ხელმძღვანელის სამუშაო შეხევდრების ორგანიზება. საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრების ოთახის დაჯავშნა და შეხვედრის მონაწილეების ინფორმირება;
• სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის თარგმნა;
• სხვადასხვა სახის წერილის მომზადება, გაგზავნა/მიღება;
• სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები
საგანმანათლებლო ხარისხი ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება ერთ წლამდე

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები


პროგრამის დასახელება

ცოდნის დონე

MS office applications

ძალიან კარგი

Microsoft Office Outlook

ძალიან კარგი


ენები

ენა

წერითი უნარები

მეტყველება

ქართული

ძალიან კარგი

ძალიან კარგი

ინგლისური

კარგი

კარგი

რუსული კარგი კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო მისამართი ქ. თბილისი, გორგასლის ქ. 16
საკონტაქტო ტელეფონები 2261332
საკონტაქტო პირი ნატალია ლომიძე

დამატებითი მოთხოვნები
• გამართულად წერისა და მეტყველების კულტურა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• დაგეგმვის უნარი;
• პუნქტუალურობა;
• კორპორატიული ეთიკის ნორმების დაცვა;
• გუნდური მუშაობა;
• დროის ეფექტურად მართვა.

 

 

დამატებითი ინფორმაცია

სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური ხელს უწყობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტების და ამოცანების წარმატებულად განხორციელებას, სამინისტროს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების მხარდაჭერას და განვითარებას; აგრეთვე, შესაბამისი მომსახურეობის გაწევას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დასახული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად. სამსახური ანვითარებს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებს, უზრუნველყოფს მათ მდგრად, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებას, ზრუნავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ფინანსთა სამინისტროს სთავაზობს და ახორციელებს თანამედროვე IT კონცეფციებს. აგრეთვე, სამსახური ხელს უწყობს ფინანსთა სამინისტროს ეფექტური ფუნქციონირებისათვის საჭირო საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნას, ინფორმაციული უსაფრთხოების ხელშეწყობას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას, ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო სისტემების ქვეყნის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცეში ინტეგრაციას.

კანდიდატმა აუცილებელია წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი.


კონკურსის ეტაპები

  • განცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

 

კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით. კონკურსში მონაწილეობისთვის და რეზიუმეს (cv) წარდგენისთვის გთხოთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე - https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/42606