ბმულები

 


სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტმა (eHRMS) 297 სახელმწიფო უწყებაში დაინერგა

ელექტრონული მმართველობის (e-Governance) პოლიტიკის, კონცეფციების შემუშავება და განვითარება ქვეყნის  პრიორიტეტული ამოცანაა. მისი ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემების შექმნა და დანეგვა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს.

 

სამსახურის მიერ შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტი „ადამიანური რესურსების  მართვის ელექტრონული სისტმა“ (eHRMS) უკვე დაინერგა 297 სახელმწიფო უწყებაში, მათ შორის: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში,  სამინისტროებსა და მათში შემავალ უწყებებში (სსიპ, ააიპ, საქვეუწყებო დაწესებულება) დამოუკიდებელ სსიპ-ებში, სასამართლოებში, საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ადმინისტრაციებში, მუნიციპალიტეტების გამგეობებსა და საკრებულოებში, თვითმმართველ ქალაქებში, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების სხვადასხვა უწყებაში.

 

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი (2015-2016) წლის განმავლობაში სისტემა დაინერგა 263 სახელმწიფო უწყებაში.

 


ელექტრონული სისტემის დანერგვას წინ უძღოდა აღნიშნული დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტების ტრენინგები და კონსულტაციები.

 

ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით საჯარო დაწესებელებებში დასაქმებული პერსონალის მონაცემთა ერთიან ბაზას. მისი მიზანია საჯარო სტრუქტურებში ადამიანური რესურსების ელექტრონული მართვის ფუნქციის გაძლიერება და განვითარება.

 

სისტემა მოიცავს შემდეგ ფუნქციებს:  სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების მართვა; სტატისტიკური ინფორმაციის გენერაცია; პერსონალის შესახებ სრულყოფილი, მუდმივად განახლებული ელექტრონული მონაცემების არსებობა; სამუშაოს აღწერილობა; პერსონალის დასწრების აღრიცხვა; პერსონალის ხელფასის უწყისის რეესტრი; პერსონალის მივლინებების რეესტრი; ძებნისა და ანგარიშგების მძლავრი მექანიზმი; ავტომატური შეტყობინებების გენერირების ფუნქციონალი; პერსონალის მონაცემების არქივირება; კლასიფიკატორთა მართვა.

 

სისტემის გამოყენებით ხორციელდება ზოგადი მენეჯმენტის ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს საჯარო დაწესებულებებში, საკადრო საქმიანობის შესრულებაზე დახარჯული დროის, ადამიანური, ფინანსური და მატერიალური რესურსების ეკონომია, მუშაობის ხარისხის ზრდა, მენეჯმენტის სწორი გადაწყვეტილებების დროული მიღების პროცესის ოპტიმიზაცია, რაც მომხმარებელს პერსონალის საკადრო პროცესების მარტივად და ეფექტიანად მართვის საშუალებას აძლევს.

 

სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის სახელმწიფო უწყებებში დანერგვა წელსაც გაგრძელდება.