ბმულები

 






12-ივნისი-2014

საფინანსო-ანალიტიკური სამსახური აქტიურად განაგრძობს თავისი ელექტრონული პროდუქტის - „საქმისწამოების ავტომატიზებული სისტემის - eDocument“ დანერგვას საქართველოს სამხარეო ადმინისტრაციებსა და მუნიციპალიტეტებში. ამჟამად, სისტემა რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთის, სამეგრელო, ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის ტერიტორიული ერთეულების სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებში და იმერეთის ტერიტორიული ერთეულის წყალტუბოს, ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტებში დაინერგა.