ძებნა
engka-GE
Close
პროდუქტებიbreadcrumb separatoreVMS - ვიზიტორთა მართვის ელექტრონული სისტემა

eVMS - ვიზიტორთა მართვის ელექტრონული სისტემა

 

ვიზიტორთა მართვის ელექტრონული სისტემა - eVMS წარმოადგენს სტუმრების ვიზიტების აღრიცხვისა და საშვების გაცემის ახალ, ინოვაციურ ელექტრონულ პროდუქტს.

სისტემის დანიშნულებაა ნებისმიერი უწყებისა და ორგანიზაციის ვიზიტორების საშვების დაშვებისა და გაცემის პროცესის ავტომატიზება. ამასთან, დროებითი საშვი შეიძლება იყოს როგორც ერთდღიანი, ისე რამდენიმე თვიანი. სისტემის საშუალებით სტუმართა იდენტიფიცირება, რეგისტრაცია და სტუმრის სტატუსის მქონე ბარათების გაცემა უმოკლეს ვადებშია შესაძლებელი, გამარტივებული და დაცული მექანიზმით. სისტემის გამოყენებით, უფლებამოსილ პირს სტუმრის ვიზიტზე განაცხადის გაკეთება, საშვთა ბიუროსგან დამოუკიდებლად, ელექტრონულად შეუძლია. სისტემას გააჩნია ანგარიშგების მოდული, რომელიც ვიზიტორებისა და მათი სტუმრობის პერიოდის შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა.

eVMS მარტივი, მოქნილი და მომხმარებლისთვის ადვილად გამოსაყენებელია.

 
Back To Top