Search
Close
Close

სიახლეებიbreadcrumb separatorსიახლე

სიახლეები

საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის შიდა ინფორმაციის პლატფორმა შექმნა

საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის შიდა ინფორმაციის პლატფორმა შექმნა

სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისა და სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ (სენბი) თანამშრომლობით შეიქმნა სენბი-ს ახალი შიდა ინფორმაციის პლატფორმა, სადაც ბაზრის მონაწილეებს შიდა ინფორმაციის გამოქვეყნების საშუალება აქვთ.

პლატფორმა (https://umm.genex.ge/) მონაწილეებისათვის ინფორმაციის ეფექტიან გასაჯაროებას უზრუნველყოფს.

სენბი არის ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ლიცენზირებული ოპერატორი. დღით ადრე და დღიური ბაზარი არის ადგილი, სადაც გამჭვირვალედ ყალიბდება საბაზრო, საორიენტაციო ფასი.

ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და სამართლიანი ფასწარმოქმნისათვის მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეებს ჰქონდეთ წვდომა ყველა საჭირო ინფორმაციაზე. განსაკუთრებული როლი აქვს შიდა ინფორმაციას, რომლის გასაჯაროების ვალდებულება აქვთ ბაზრის მონაწილეებს, ხოლო ამ ინფორმაციის გამოქვეყნების საშუალების უზრუნველყოფის ვალდებულება აქვს სენბი-ს.

 

Print
4565

საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის შიდა ინფორმაციის პლატფორმა შექმნა

4/8/2022

სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისა და სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ (სენბი) თანამშრომლობით შეიქმნა სენბი-ს ახალი შიდა ინფორმაციის პლატფორმა, სადაც ბაზრის მონაწილეებს შიდა ინფორმაციის გამოქვეყნების საშუალება აქვთ.

განცხადება

4/14/2021

სსიპ საფინანსო ანალიტიკური სამსახურის მიერ ადმინისტრირებად ვებგვერდზე eAuction.ge, 2021 წლის 13 აპრილს 16:30 საათიდან 17:45 საათამდე პერიოდში დაფიქსირდა ტექნიკური შეფერხება.

საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა თსუ-ს დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

6/5/2020

საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა, 12 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

Back To Top