Search
Close
PRODUCTSbreadcrumb separatoreDocument – Corporate Content and Task Management System

eDocument – Corporate Content and Task Management System

სისტემის შესახებ

eDocument - საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა

საოფისე დოკუმენტაციის ეფექტური ელექტრონული მართვა და საჭირო დოკუმენტებსა და დავალებებზე სწრაფი წვდომა არის კრიტიკული საკითხების დროული გამკლავების ერთ-ერთი აღიარებული და მიღებული გზა.

საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა არის ინოვაციური და პროგრესული პროდუქტი, რომელიც ბიზნეს-პროცესების მაქსიმალურ გამარტივებას და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. სისტემა სამსახურებრივი დოკუმენტების ქაღალდის გამოუყენებლად მოძრაობის საშუალებას იძლევა. სისტემის მეშვეობით მარტივად ხდება დავალებების, მათზე რეაგირებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების მუდმივი მონიტორინგის პროცესის განხორციელება.

image

დავალებების ეფექტური მართვა

image
image
image
image
image
image
image
image
image
image
image

 

სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მას სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური მინიმალური საფასო ღირებულებით გთავაზობთ (განფასების ფაილი იხილეთ/გადმოწერეთ ქვემოთ). შესაბამისად, ყველა მომხმარებელს აქვს საშუალება საბიუჯეტო ხარჯების მნიშვნელოვანი დაზოგვის პირობებში გახდეს დოკუმენტაციის ელექტრონული მართვის ერთი-ერთი ყველაზე სრულყოფილი, პროგრესული და მძლავრი პროდუქტის მომხმარებელი.

გარდა ზემოთაღნიშნულისა, სისტემას ანალოგიურ ელექტრონულ პროდუქტებთან მიმართებაში გააჩნია ისეთი უპირატესობები, როგორიც არის:

  • დროისა და საბიუჯეტო სახსრების მნიშვნელოვანი დაზოგვა;
  • დავალებების ეფექტური მართვა;
  • MS Office-თან სინქრონიზებულობა;
  • სამეურნეო ხარჯების შემცირება;
  • ავტომატიზებული სკანირება;
  • უსაფრთხოების მაღალი ხარისხი;
  • მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა;
  • დანერგვის მოქნილი სისტემა
 

სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური, საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის შემქმნელი და მისი პირველი მომხმარელი, ყველა დაინტერესებულ მომხმარებლს გაუწევს პროდუქტთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის დამატებით კონსულტაციას.

 

საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მომხმარებლები:

 

სისტემით სარგებლობს 245-ზე მეტი სახელმწიფო უწყება და ორგანიზაცია, მათ შორის: საქართველოს პარლამენტი, საქართველოს სამინისტროები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი საქვეუწყებო დაწესებულებები (სსიპ, ა(ა)იპ, შპს), აჭარის ა/რ მთავრობის აპარატი, სამინისტროები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი საქვეუწყებო დაწესებულებები (სსიპ, ა(ა)იპ, შპს), აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატი, სამინისტროები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი საქვეუწყებო დაწესებულებები (სსიპ, ა(ა)იპ, საქართველოს მუნიციპალიტეტების გამგეობები და საკრებულოები, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი და სხვა.

საფასური

ტარიფი ერთ მომხმარებელზე
8 ლარი თვეში
მონაცემთა ბაზის მოცულობა
0
ჯამური წლიური გადასახადი
0 ლარი

ბაზის მატების ბიჯი - 10 გბ. ბიჯის წლიური ღირებულება: 140 ლარი

წარმატების ისტორია

სს „თბილისი საერთაშორისო აეროპორტი“

სს „თბილისი საერთაშორისო აეროპორტი“ საქმისწარმოების ელექტრონული სისტემით სარგებლობს 2007 წლის ბოლოდან.

2007 წლამდე სს „თბილისი საერთაშორისო აეროპორტის“ კანცელარია კორესპონდენციის რეგისტრაციას აწარმოებდა ჟურნალის საშუალებით. შესაბამისად, არ არსებობდა კორესპონდენციის მართვის რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. კერძოდ:
  • დოკუმენტების კატეგორიების მიხედვით დახარისხება
  • დოკუმენტის ძებნის მოქნილი, მოხერხებული და სწრაფი სისტემა
  • დოკუმენტის მოძრაობის სრული ციკლის ასახვა
  • რეზოლუციის მთლიანი შინაარსის დაფიქსირება
  • დოკუმენტების სორტირება რაიმე პარამეტრით და ა.შ.

მართვის საინფორმაციო სისტემის დანერგვის შემდეგ, ზემოაღნიშნული საკითხების დარეგულირების პარალელურად, სააქციო საზოგადოებას გაუჩნდა დავალებისა შესრულებაზე მონიტორინგის, საპასუხო წერილების ერთმანეთთან დაკავშირების, რეზოლუციების რედაქტირების, დოკუმენტების სტატისტიკის წარმოებისა და სხვა მნიშვნელოვანი უპირატესობები.

საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის დანერგვამ გაამარტივა სს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტის“ საქმისწარმოება, კანცელარიის და ყველა სხვა განყოფილების თითოეული თანამშრომლის ყოველდღიური საქმიანობა. შესაძლებელი გახდა სამუშაო დროის მნიშვნელოვანი ნაწილის გამოთავისუფლება, რამაც, თავის მხრივ, აეროპორტის ფუნქციონირების სხვა კომპონენტებზე მეტი ყურადღების მიქცევა და მომსახურების ხარისხის ზრდა განაპირობა.

სს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტი“ ახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:
  • საჰაერო ხომალდების მიღება, გაშვება, მიწაზე მოძრაობის და დგომის უზრუნველყოფა
  • თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ტექნიკური და კომერციული მომსახურება
  • აეროპორტში მგზავრებისა და ბარგის მომსახურება
  • ტვირთებისა და საფოსტო გზავნილთა დამუშავება, გაგზავნა და მიღება.

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტი საქმისწარმოების ელექტრონული სისტემით სარგებლობს 2008 წლის ოქტომბრიდან. პროგრამის ამოქმედებამდე საქმისწარმოების დეპარტამენტიდან ადრესატებს დოკუმენტები გადაეცემოდათ დღეში ორჯერ 12 და17 საათებზე. სისტემის ამოქმედების შემდეგ ყველა ადრესატს საშუალება აქვს დოკუმენტის რეგისტრირებისთანავე მიიღოს მისი სკანირებული ვარიანტი.
ზემოთაღნიშნული მნიშველოვანი უპირატესობის გარდა, სისტემის გამოყენებით შესაძლებელი გახდა:
  • დოკუმენტის სწრაფი ძებნა
  • დოკუმენტაციის მონიტორინგის განყოფილების საქმიანობის მნიშვნელოვანი გამარტივება
  • დეპუტატების კორესპონდენციისა და მათზე რეაგირების ანალიზისა და სტატისტიკის დადგენა

პარლამენტის საქმისწარმოების დეპარტამენტი სრულ რეკომენდაციას უწევს საქმისწარმოების ელექტრონული სისტემას, აფასებს რა მას საკანცელარიო საქმიანობისთვის შეუცვლელ, კრიტიკულად საჭირო პროდუქტად.

ამონარიდები საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის მომხმარებელი ორგანიზაციების შეფასებებიდან
ეროვნული ბანკი
შესაძლებელი გახდა:
  • კანცელარიის მუშაობის გამარტივება
  • წერილზე რეგირების ოპერატიულობის გაზრდა
  • ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება


თბილისის რეგიონული ცენტრი
შესაძლებელი გახდა:
  • შემოსული და გასული დოკუმენტების, ასევე შიდა მიმოწერის ერთიან ნუმერაციაში მოქცევა
  • ვადაგადაცილებული და შეუსრულებელი წერილების კონტროლის შესაძლებლობა
  • სტატისტიკური მონაცემების მარტივი შედგენა ფილტრების გამოყენებით

შემოსავლების სამსახური
შესაძლებელი გახდა:
  • დოკუმენტების დაცვა
  • აპარატის მასშტაბით დოკუმენტების სწრაფი გადაადგილება

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი
შესაძლებელი გახდა:
  • სამუშაო დროის ეფექტურად გამოყენება
  • შემოსული წერილების ჩამოწერ
  • ერთხელ შეყვანილი დოკუმენტების დამახსოვრება

ქ. ფოთის საგადასახადო სამსახური
შესაძლებელი გახდა:
  • გატარებული წერილის სკანირება დანართებიანად და, შემდგომში, დოკუმენტის მარტივი მოძიება
  • რეზოლუციის მარტივად დადება
  • დავალებების შემსრულებლებზე მარტივად გადანაწილება
  • დოკუმენტების ქსეროქსზე გადამრავლების საჭირო დროისა და მატერიალური დანახარჯების შემცირება

 

Tab 4 content...
Tab 5 content...
Tab 6 content...
საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ბუკლეტი
 

 

 

Back To Top