(eHRMS - ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა, 2022 წელს, კანონმდებლობის შესაბამისად, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს გადაეცა - www.csb.gov.ge)
eHRMS - ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით საჯარო სექტორში დასაქმებულთა ადამიანური რესურსების ერთიან მონაცემთა ბაზას. სისტემის მიზანია ადამიანური რესურსების ელექტრონული მართვის უზრუნველყოფა შემუშავებული პოლიტიკისა და სტანდარტების გათვალისწინებით.
eHRMS არის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო სექტორის უწყებებისისა და ორგანიზაციების პერსონალის მართვის ფუნქციის ახალ საფეხურზე გადაყვანას. სისტემა შექმნილია ადამიანური რესურსების მართვის წამყვან ექსპერტებთან თანამშრომლობით, ქვეყანაში არსებული კანონმდებლობისა და მართვის წესების შესაბამისად, ასევე მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით.