Search
Close
NEWS

NEWS

საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა თსუ-ს დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა თსუ-ს დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა


საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა, 12 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

 

ფორუმი ერთგვარი შუამავლის როლს ასრულებს სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და დამსაქმებლებს შორის და მისი მიზანია კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიაწოდონ დასაქმების მსურველებს მათი საკადრო საჭიროებების შესახებ.

 

ფორუმში, რომელიც თსუ-ს სააქტო დარბაზში მიმდინარეობდა მონაწილეობა მიიღო 40-ზე მეტმა დამსაქმებელმა კომპანიამ და ორგანიზაციამ, როგორც კერძო სექტორიდან, ისე სახელმწიფო უწყებიდან.

Print
15120
Back To Top