1 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დაარსებიდან 10 წელი შესრულდა.
ამ პერიოდის განმავლობაში, სამსახურმა, ქვეყნის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში, საჯარო ფინანსების მართვისა და ელექტრონული მთავრობის სტაბილურად ფუნქციონირების საქმეში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. წარმატებით ფუნქციონირებს ქვეყნის საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემა, რომელიც ემსახურება ფინანსთა სამინისტროს სისტემის 4400 და ნახევარ მილიონამდე გარე მომხმარებელს. შექმნილია სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის სისტემები, რომლებიც დანერგილია მრავალ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციაში. სამსახური მართავს ფინანსთა სამინისტროს თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას, მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა, მათ შორის, ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სერვისს. შექმნილია სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების 20-ზე მეტი ვებ-გვერდი.
ამ ყველაფერს, 10 წლის განმავლობაში, საქმისადმი დიდი ერთგულებითა და თავდადებით ქმნიდა სამსახურის მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდი.
ვულოცავთ მთელ კოლექტივს 10 წლის იუბილეს და ვუსურვებთ წარმატებებს!