ძებნა
Close
PFMS - საჯარო ფინანსების მართვაbreadcrumb separatoreTREASURY

eTreasury - სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემა

სისტემის დამკვეთი: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური

მომხმარებლები: ყველა საბიუჯეტო ორგანიზაცია

სისტემის აღწერა: სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემა წარმოადგენს დოკუმენტებისა და დანართების ელექტრონულ ფორმატში წარდგენისა და საბიუჯეტო სახსრების მართვის პროგრამას ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის. მისი საშუალებით ხორციელდება სახელმწიფო ფულადი სახსრების გადარიცხვა.

 

სისტემა გაყოფილია ორ ნაწილად :

  • მხარჯავის მხარე - ბიუჯეტის დაფინანსების ქვეშ არსებული ყველა ორგანიზაციის საკუთარი რესურსების მართვისა და ტრანზაქციების შესრულების მოდული;
  • ხაზინის მხარე - სახელმწიფო ხაზინისთვის სახელმწიფო სახსრებისა და ხარჯების კონტროლის, მონიტორინგისა და ანალიზის განსახორციელებლად საჭირო ინსტრუმენტების კრებული

 

სისტემის უპირატესობები:

  • სახელმწიფო ხაზინასა და მხარჯავ ორგანიზაციას შორის ინფორმაციის მიმოცვლის პროცესის სიმარტივე;
  • ტრანზაქციების განხორციელების პროცესის სიმარტივე;
  • სახელმწიფო ხაზინისა და ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება;
  • პროცესების ეფექტიანი მართვა
სისტემაზე გადასვლა
სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის სახელმძღვანელო
სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის  ვიდეო-გაკვეთილები
 
Back To Top