ძებნა
Close
PFMS - საჯარო ფინანსების მართვაbreadcrumb separatoreBudget

eBudget - ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემა

სისტემის დამკვეთი: ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი
მომხმარებლები: ორგანიზაციები სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ფარგლებში (დაახლოებით 2000)
სისტემის აღწერა: ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის გამოყენებით ხორციელდება საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების, ასევე სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების ბიუჯეტებისა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების ფინანსური მონაცემების მართვა.


სისტემის შესაძლებლობები (როგორც სახელმწიფო, ასევე ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულებისთვის):

  • დასაგეგმი პერიოდის წლიური და კვარტალური ნაერთი ბიუჯეტების მართვის მექანიზმი;
  • პროგრამული ბიუჯეტის მართვის მექანიზმი;
  • მიმდინარე წლის დამტკიცებული ბიუჯეტის შემდგომი დაზუსტებების პროცესის მართვის მექანიზმი, ქვემოთ ჩამოთვლილი ცვლილების ცნობების გამოყენებით: 
    • ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობები;
    • სტრუქტურული ცვლილების ცნობები;
    • მიზნობრივი გრანტის ცვლილების ცნობები;
    • მომუშავეთა რიცხოვნობის ცვლილების ცნობები;
  • დინამიური ანგარიშგების სისტემა;
  • სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების ბიუჯეტების შესრულების კონტროლის დამატებითი მექანიზმი;
  • სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების ფინანსური მონაცემების კონტროლის მექანიზმი;
  • კლასიფიკატორების, პერიოდების, წლებისა და დაფინანსების წყაროების დინამიური მართვის მექანიზმი;
  • სხვა სისტემებთან (eTreasury, eDMS) საინტეგრაციო ფუნქციონალი


სისტემის უპირატესობებია:

  • სისტემის მარტივი და ინტუიტიური ინტერფეისი;
  • სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხების შესრულების დროის მინიმიზაცია;
  • დახვეწილი კონტროლის მექანიზმები, რაც მინიმუმამდე ამცირებს მომხმარებლის მხრიდან მექანიკური შეცდომის დაშვების ალბათობას;
  • სისტემის ძირითადი განზომილებების დინამიურობა, რაც ცვალებად მოთხოვნებზე ფეხის აწყობის საშუალებას იძლევა;
  • ენების მხარდაჭერა


სისტემა შექმნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კონსულტაციით, რომელთაც აქვთ ბიუჯეტის მართვის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

სისტემაზე გადასვლა
ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის სახელმძღვანელო
ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის  ვიდეო-გაკვეთილები
 
Back To Top