eHRMS - ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა

მომხმარებლები: სახელმწიფო უწყებები და ორგანიზაციები
სისტემის აღწერა: ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით საჯარო სექტორში დასაქმებული პერსონალის ერთიან მონაცემთა ბაზას. მისი მიზანია ადამიანური რესურსების ელექტრონული მართვის უზრუნველყოფა შემუშავებული პოლიტიკისა და სტანდარტების შესაბამისად.

სისტემა საბაზო საკადრო ადმინისტრაციის ფუნქციების ავტომატიზაციის საშუალებას იძლევა. მასში გაერთიანებულია შემდეგი ფუნქციები:

  • სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების მართვა;
  • სტატისტიკური ინფორმაციის გენერაცია;
  • თანამშრომლების შესახებ სრულყოფილი, მუდმივად განახლებული ინფორმაციის არსებობა;
  • თანამშრომლის დასწრებების აღრიცხვა;
  • პერსონალის ხელფასის უწყისის რეესტრი;
  • თანამშრომლის მივლინებების რესტრი;
  • ძებნისა და ანგარიშგების მძლავრი მექანიზმი;
  • ავტომატური შეტყობინებების გენერირების ფუნქციონალი;
  • თანამშრომლის მონაცემების არქივირება;
  • კლასიფიკატორთა მართვა
სისტემაზე გადასვლა
eHRMS