ვიზიტორთა მართვის ელექტრონული სისტემა - eVMS

არის ახალი, ინოვაციური პროდუქტი, რომელიც წარმოადგენს სტუმრების ვიზიტების აღრიცხვისა და საშვების გაცემის ელექტრონულ სისტემას. სისტემის დანიშნულებაა ნებისმიერი უწყებისა და ორგანიზაციის სტუმრების საშვების დაშვებისა და გაცემის პროცესის ავტომატიზება. ამასთან დროებით საშვი შეიძლება იყოს როგორც ერთდღიანი, ისე რამდენიმე თვიანი. სისტემის საშუალებით სტუმართა იდენტიფიცირება, რეგისტრაცია და სტუმრის სტატუსის მქონე ბარათების გაცემა შესაძლებელია უმოკლეს ვადებში, გამარტივებული და დაცული მექანიზმით. სისტემის გამოყენებით, უფლებამოსილ პირს სტუმრის ვიზიტზე განაცხადის გაკეთება შეუძლია ელექტრონულად, საშვთა ბიუროსგან დამოუკიდებლად. სისტემას გააჩნია ანგარიშგების მოდული, რომელიც ვიზიტორების და მათი სტუმრობის პერიოდის შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა.
 

eVMS მარტივი, მოქნილი და მომხმარებლისთვის ადვილად გამოსაყენებელია.