eCloud - ღრუბლოვანი გამოთვლითი სერვისები

თანამედროვე ორგანიზაციული მართვა და ოპერაციები ყველა სფეროში დაფუძნებულია ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე, რომლებიც, თავის მხრივ, საჭიროებენ მონაცემთა ძირითად და სარეზერვო ცენტრებს, შენახვის სისტემებს, სერვერულ და ქსელურ ინფრასტრუქტურას, გაგრილებას, ცეცხლქრობას, კვალიფიციურ ადმინისტრატორებს და მრავალ სხვა ძვირადღირებულ ტექნოლოგიას თუ სერვისს. როდესაც სიმძლავრეები ვეღარ აკმაყოფილებს გაზრდილ დატვირთვებს, საჭირო ხდება განახლების მასიური პროცესების ჩატარება თანმდევი პრობლემებითა და სირთულეებით.
 

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება საშუალებას იძლევა პრაქტიკული პასუხი გაეცეს ყველა ამ სირთულეს - პასუხი არის ვირტუალიზაციაზე დაფუძნებული „ღრუბლოვანი“ ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა მთელი თქვენი სერვერული ინფრასტრუქტურა განთავსდეს „ღრუბელში“ და მოგეხსნათ ყველა ის პრობლემა და ხარჯი, რაც ამ ინფრასტრუქტურის შენახვასა და მართვასთან არის დაკავშირებული.

ასეთ სისტემაში მაუსის ერთი დაწკაპუნებით შეგიძლიათ მიიღოთ ახალი სერვერი, სერვერების ბლოკი და/ან ქსელური მოწყობილობები, დინამიურად გაზარდოთ ან შეამციროთ სერვერული რესურსები - პროცესორები, ოპერატიული და დისკური მეხსიერება. და, რაც მთავარია, თქვენ არ დარდობთ სერვერების შენახვასა და ოპერირებაზე!

საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის eCloud პლატფორმა გთავაზობთ მაღალი დონის, დუბლირებულ, აქტივ-აქტივ მონაცემთა ცენტრებში განთავსებულ ღრუბლოვან სერვისს - 1000-ზე მეტი მაღალი წარმადობის სერვერით და მონაცემთა შენახვა/დამუშავების სისტემით, კვალიფიციური ადმინისტრატორებით, მოწყობილობებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების მხარდაჭერით.

eCloud სისტემა შესაძლებელს ხდის 64 ბირთვიანი, 30000 IOPS სიმძლავრის და რამდენიმე გიგაბიტი ქსელური გამტარობის სერვერების მიწოდებას მომხმარებლისათვის. საჭიროების შემთხვევაში სერვისს შეიძლება დაემატოს web application firewall, DDoS შეტევებისა და ქსელური შემოჭრისაგან თქვენი სისტემების დამცავი აპარატურა.

ნუ გადადებთ, დაგვიკავშირდით დღესვე! მაქსიმუმ 48 საათში ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ ორკვირიანი სატესტო გარემოს პარამეტრებს.

 

 

ღრუბლოვანი გამოთვლითი სერვისების ბუკლეტი - ჩამოტვირთვა

 

ღრუბლოვანი გამოთვლითი სერვისების საპრეზენტაციო  ფილმი - ჩამოტვირთვა

 



ცხელი ხაზი: 1551