ბმულები

 

პროექტები:

go.mof.ge - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული სერვისების პორტალი

პორტალის მიზანია ფინანასთა სამინისტროს კომპლექსურ ელექტრონულ სერვისებზე წვდომა განხორციელდეს ავტორიზაციის ერთი წერტილიდან, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს სამინისტროს ყველა მომხმარებლის მომსახურებას და უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას, დაცულობას სისტემებში არასანქცირებული შეღწევისგან.
პორტალი მომხმარებელს სთავაზობს  ფინანსთა სამინისტროს შემდეგ ელექტრონულ სისტემებთან მიღწევადობას: „ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემა“ (www.ebudget.ge), „სსიპ - ების და ა(ა)იპ - ების სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების ბიუჯეტის მართვის სისტემა“ (www.ebudget.ge), „სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემა“ (www.etreasure.ge), „სახელმწიფო ვალისა და საინვესტიციო პროექტების მართვის სისტემა“ (www.edms.ge), „ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა“ (www.ehrms.ge).
ავტორიზაციის შემდეგ, მომხმარებელს გააქტიურებული ექნება მხოლოდ ის ელექტრონული სერვისები, რომლებთანაც მას აქვს წვდომის უფლება სამსახურებრივი უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე.
სისტემაში შესასვლელად გამოიყენება „სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების“, „ბიუჯეტის მართვის“ , „სახელმწიფო ვალისა და საინვესტიციო პროექტების მართვის“ და „ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემებში“ რეგისტრირებული მომხმარებლის სახელი და პაროლი, აგრეთვე, დიჯიპასი (ერთჯერადი კოდის გენერაციის მოწყობილობა).

 

ელექტრონული სერვისების პორტალის ვიდეო-გაკვეთილები - ნახვა

 

 

eBudget - ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემა

პროექტის დაწყება: 2010 წლის აპრილი
ამჟამინდელი სტატუსი: ფუნქციონირებს (მიმდინარეობს განვითარება)
პროექტის დამკვეთი: ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი
მომხმარებლები: ორგანიზაციები სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ფარგლებში (დაახლოებით 2000)
პროექტის აღწერა: ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის გამოყენებით ხორციელდება საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების, ასევე სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების ბიუჯეტებისა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების ფინანსური მონაცემების მართვა.


სისტემის შესაძლებლობები (როგორც სახელმწიფო, ასევე ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულებისთვის):

  • დასაგეგმი პერიოდის წლიური და კვარტალური ნაერთი ბიუჯეტების მართვის მექანიზმი;
  • პროგრამული ბიუჯეტის მართვის მექანიზმი;
  • მიმდინარე წლის დამტკიცებული ბიუჯეტის შემდგომი დაზუსტებების პროცესის მართვის მექანიზმი, ქვემოთ ჩამოთვლილი ცვლილების ცნობების გამოყენებით: 
    • ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობები;
    • სტრუქტურული ცვლილების ცნობები;
    • მიზნობრივი გრანტის ცვლილების ცნობები;
    • მომუშავეთა რიცხოვნობის ცვლილების ცნობები;
  • დინამიური ანგარიშგების სისტემა;
  • სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების ბიუჯეტების შესრულების კონტროლის დამატებითი მექანიზმი;
  • სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების ფინანსური მონაცემების კონტროლის მექანიზმი;
  • კლასიფიკატორების, პერიოდების, წლებისა და დაფინანსების წყაროების დინამიური მართვის მექანიზმი;
  • სხვა სისტემებთან (eTreasury, eDMS) საინტეგრაციო ფუნქციონალი


სისტემის უპირატესობებია:

  • სისტემის მარტივი და ინტუიტიური ინტერფეისი;
  • სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხების შესრულების დროის მინიმიზაცია;
  • დახვეწილი კონტროლის მექანიზმები, რაც მინიმუმამდე ამცირებს მომხმარებლის მხრიდან მექანიკური შეცდომის დაშვების ალბათობას;
  • სისტემის ძირითადი განზომილებების დინამიურობა, რაც ცვალებად მოთხოვნებზე ფეხის აწყობის საშუალებას იძლევა;
  • ენების მხარდაჭერა


სისტემა შექმნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კონსულტაციით, რომელთაც აქვთ ბიუჯეტის მართვის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

 

ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის სახელმძღვანელო - ჩამოტვირთვა
ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის  ვიდეო-გაკვეთილები - ნახვა

 

 

eTreasury - სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემა

პროექტის დაწყება: 2010 წლის აპრილი

ამჟამინდელი სტატუსი: ფუნქციონირებს (მიმდინარეობს განვითარება)

პროექტის დამკვეთი: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური

მომხმარებლები: ყველა საბიუჯეტო ორგანიზაცია

პროექტის აღწერა: სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემა წარმოადგენს დოკუმენტებისა და დანართების ელექტრონულ ფორმატში წარდგენისა და საბიუჯეტო სახსრების მართვის პროგრამას ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის. მისი საშუალებით ხორციელდება სახელმწიფო ფულადი სახსრების გადარიცხვა.

 

სისტემა გაყოფილია ორ ნაწილად :

  • მხარჯავის მხარე - ბიუჯეტის დაფინანსების ქვეშ არსებული ყველა ორგანიზაციის საკუთარი რესურსების მართვისა და ტრანზაქციების შესრულების მოდული;
  • ხაზინის მხარე - სახელმწიფო ხაზინისთვის სახელმწიფო სახსრებისა და ხარჯების კონტროლის, მონიტორინგისა და ანალიზის განსახორციელებლად საჭირო ინსტრუმენტების კრებული

 

სისტემის უპირატესობები:

  • სახელმწიფო ხაზინასა და მხარჯავ ორგანიზაციას შორის ინფორმაციის მიმოცვლის პროცესის სიმარტივე;
  • ტრანზაქციების განხორციელების პროცესის სიმარტივე;
  • სახელმწიფო ხაზინისა და ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება;
  • პროცესების ეფექტიანი მართვა

 

სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის სახელმძღვანელო - ჩამოტვირთვა
სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის  ვიდეო-გაკვეთილები - ნახვა

 

 

eDMS - სახელმწიფო ვალისა და საინვესტიციო პროექტების მართვის სისტემა

პროექტის დაწყება: 2011 წლის იანვარი

ამჟამინდელი სტატუსი: ფუნქციონირებს (მიმდინარეობს განვითარება)

პროექტის დამკვეთი: ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი

მომხმარებლები: ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი, სხვა სახელმწიფო უწყებები

პროექტის აღწერა: სახელმწიფო ვალისა და საინვესტიციო პროექტების მართვის სისტემა წარმოადგენს სახელმწიფო ვალის მართვის ავტომატიზაციისთვის საჭირო ინსტრუმენტების კრებულს. მისი მიზანია ერთ ადგილას მოუყაროს თავი სახელმწიფო ვალზე და გრანტებზე არსებულ ყველა სახის მონაცემებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება სანდო და სრული ფინანსური ინფორმაციის მიღება.

 

სისტემის შესაძლებლობები:

  • სახელმწიფო ვალის აღრიცხვასთან დაკავშირებული კალკულაციების წარმოება (საკასო და დარიცხვის მეთოდებით);
  • საინვესტიციო და ბიუჯეტის მხარდამჭერ პროექტებთან დაკავშირებული ყველა მნიშნველოვანი შეთანხმების აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტების ელექტრონულ ფორმატში ატვირთვა;
  • ავტომატური შეტყობინებების ელ.ფოსტით გაგზავნის ფუნქციონალი;
  • ინტეგრაცია სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ სისტემასთან, რომლის ფარგლებშიც ავტომატიზებულია ფასიან ქაღალდებზე გადასახდელი მოთხოვნების გენერირება და შემოსულობების დაბრუნება

 

სისტემის უპირატესობები:

  • მოხმარების სიმარტივე;
  • მოქნილი ანგარიშგება მრავალი გამოთვლითი მეთოდით, რომელიც განკუთვნილია როგორც შიდა, ასევე გარე დაინტერესებული პირებისთვის;
  • მონაცემების არასწორად შეტანის მცირე ალბათობა;
  • ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება

 

 

eHRMS - ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა

პროექტის დაწყება: 2011 წელი

ამჟამინდელი სტატუსი: ფუნქციონირებს (მიმდინარეობს განვითარება)

მომხმარებლები: სახელმწიფო უწყებები და ორგანიზაციები

პროექტის აღწერა: ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით საჯარო სექტორში დასაქმებული პერსონალის ერთიან მონაცემთა ბაზას. მისი მიზანია ადამიანური რესურსების ელექტრონული მართვის უზრუნველყოფა შემუშავებული პოლიტიკისა და სტანდარტების შესაბამისად. eHRMS არის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო სექტორის უწყებებისა და ორგანიზაციების პერსონალის მართვის ფუნქციის ახალ საფეხურზე გადაყვანას.

 

სისტემა საბაზო საკადრო ადმინისტრაციის ფუნქციების ავტომატიზაციის საშუალებას იძლევა. მასში გაერთიანებულია შემდეგი ფუნქციები:

  • სტრუქტურისა და საშტატო ერთეულების მართვა;
  • სტატისტიკური ინფორმაციის გენერაცია;
  • თანამშრომლების შესახებ სრულყოფილი, მუდმივად განახლებული ინფორმაციის არსებობა;
  • თანამშრომლის დასწრებების აღრიცხვა;
  • პერსონალის ხელფასის უწყისის რეესტრი;
  • თანამშრომლის მივლინებების რესტრი;
  • ძებნისა და ანგარიშგების მძლავრი მექანიზმი;
  • ავტომატური შეტყობინებების გენერირების ფუნქციონალი;
  • თანამშრომლის მონაცემების არქივირება;
  • კლასიფიკატორთა მართვა

 

სამომავლოდ, სისტემას დაემატება შერჩევის, შეფასების, სამუშაოს აღწერილობის, სწავლებისა და განვითარების მოდულები. ასევე, სისტემას ექნება მომხმარებლის მოდული (self-service), რაც თითოეულ თანამშრომელს საკუთარ მონაცემებზე წვდომისა და კადრების თანამშრომლებთან ინფორმაციის გაცვლის საშუალებას მისცემს.

 

eHRMS სისტემის უპირატესობებია:

  • სიმარტივე და მოქნილობა;
  • საკადრო საქმიანობის შესრულებაზე დახარჯული დროისა და რესურსების მნიშვნელოვანი ეკონომია;
  • ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირება და მუშაობის ხარისხის ზრდა;
  • შეცდომებსა და მონაცემებს შორის შეუსაბამობის რაოდენობის შემცირება;
  • მენეჯმენტის სწორი გადაწყვეტილებების დროული მიღების პროცესის ოპტიმიზაცია

 

სისტემა შექმნილია მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის, ქვეყნის საკადრო კანონმდებლობისა და მართვის მიღებული წესების გათვალისწინებით.

 

 

eAuction – ელექტრონული აუქციონი

პროექტის დაწყება: 2010 წლის აპრილი

ამჟამინდელი სტატუსი: ფუნქციონირებს (მიმდინარეობს განვითარება)

პროექტის დამკვეთი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ  მომსახურების სააგენტო

მომხმარებლები: საკუთრების შეძენა-გაყიდვით დაინტერესებული ყველა ორგანიზაცია და კერძო პირი

პროექტის აღწერა: www.eauction.ge არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს უნივერსალური პორტალი, რომელიც 2010 წლიდან მომხმარებელს სთავაზობს სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების შეძენისა და გაყიდვის ყველაზე მოხერხებულ სისტემას, რომელიც ამიერკავკასიაში ინოვაციური პროექტია.

 

სისტემა წარმოადგენს საჯარო აუქციონების ალტერნატივას, რომელსაც მოსახლეობამ სწრაფად აუღო ალღო. 2011 წლიდან პორტალს შეუერთდა ყველა სახელმწიფო უწყება. სააგენტო www.eauction.ge-ს საშუალებით, ასევე განკარგავს დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონებას.

 

ვებ-გვერდის ამოქმედების დღიდან ვიზიტორთა რიცხვი სტაბილურად ზრდადია. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით: ვიზიტორთა საშუალო წლიური რაოდენობა 400,000 შეადგენს, განხორციელებული სესიების (ქმედებების) რაოდენობა - 1,900,000, ხოლო სხვადასხვა გვერდების გახსნების რაოდენობა - 32,000,000-ს.

 

www.eauction.ge-ზე 2016 წლის III კვარტლის მდგომარეობით რეგისტრირებულია 71,674 მომხმარებელი, აქედან 64,126 ფიზიკური, ხოლო 7,547 იურიდიული პირია. 2010 – 2016 (III კვარტალი) წლებში გაყიდული ლოტების რაოდენობამ შეადგინა 89,917 ერთეული, ხოლო ღირებულებამ 1,200,841 206 ლარი, 51,245,623 დოლარი და 18,000 ევრო.

 

სისტემის უპირატესობები:

  • უსაფრთხო და საიმედო პარტნიორობა;
  • ონლაინ-აუქციონში მონაწილეობის მიღება ოფისიდან ან სახლიდან გაუსვლელად;
  • ბიუროკრატიული პროცედურების არარსებობა;
  • ფასდაკლების მოქნილი სისტემა;
  • ორენოვანი ინტერფეისი (ქართული და ინგლისური);
  • QR კოდები;
  • ონლაინ კონსულტაცია;
  • ქონების ინტერნეტ აუქციონის მეშვეობით რეალიზების ახალი ფორმა ,,იყიდე ახლავე“ (ე.წ. “Buy it Now”);
  • სასურველი ნივთის ელექტრონული განვადებით შეძენის შესაძლებლობა;
  • უსაფრთხო გადახდის სისტემა (ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება, ელექტრონული საბანკო გარანტია, eMoney);
  • ცხელი ხაზისა და სოციალური ქსელების მხარდაჭერა;
  • მომსახურების ცენტრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში

 

სისტემა შექმნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით. პორტალს ყოველდღიურ ადმინისტრირებას უწევს მომსახურების სააგენტო.

 

 

EIMS - გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემა

პროექტის დაწყება2011 წელი
ამჟამინდელი სტატუსი: ფუნქციონირებს (მიმდინარეობს განვითარება)
პროექტის დამკვეთისაქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო 
მომხმარებლებიბუნებრივი რესურსების მოხმარებაში ჩართული ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი
პროექტის აღწერაგარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემის დანიშნულებაა ქვეყანაში არსებული ბუნებრივი რესურსების მოპოვების სწორი აღრიცხვა, გარემოზე ზემოქმედების მონაცემების კონსოლიდაცია და ანალიზი, ბიზნეს პროცესების გამარტივება.
 

ორგანიზაციებს, ბუნებრივი რესურსებით დაინტერესებულ ან ვალდებულებების მქონე პირებს, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, საშუალება ეძლევათ ელექტრონული სახით წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, განახორციელონ ოპერაციები, მიიღონ ინფორმაცია.
 

EIMS სისტემის უპირატესობებია:

  • მოსახლეობისა და ორგანიზაციებისთვის ბუნებრივი რესურსების მიღების პროცედურების სიმარტივე;
  • დროის დაზოგვა და ფინანსური ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება;
  • დოკუმენტების წარდგენის პროცესის სიმარტივე;
  • კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესება
     

სისტემა შეიქმნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისა და საქართველოს ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობის შედეგად.

 

 

eAIMS – საგარეო დახმარების საინფორმაციო მართვის სისტემა

პროექტის დაწყება: 2014 წლის მარტი
ამჟამინდელი სტატუსი: ფუნქციონირებს (მიმდინარეობს განვითარება)
პროექტის დამკვეთი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დონორების კოორდინაციის სამსახური, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
მომხმარებლები: ყველა სახელმწიფო უწყება, დონორი ქვეყანა და ორგანიზაცია, ნებისმიერი სხვა დაინტერესებული მხა
პროექტის აღწერა: საგარეო დახმარების საინფორმაციო მართვის სისტემა წარმოადგენს საქართველოში უცხოელი დონორების მიერ განხორციელებული პროექტების აღრიცხვისა და მართვის ინსტრუმენტს. მისი მიზანია თავი მოუყაროს და საჯარო გახადოს საქართველოში უცხოელი დონორების მიერ განხორცილებულ პროექტებს, შესრულებულ სამუშაოებს და მიმდინარე პროგრესს.

 

 სისტემის შესაძლებლობები:

  • უცხოელი დონორების მიერ განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი შეთანხმებებისა და პროგრესის აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტების ელექტრონულად ატვირთვა;
  • პროექტებზე შევსებული ინფორმაციის საფუძველზე სხვადასხვა ტიპის ანალიტიკური ანგარიშგების მიღება

 

 სისტემის უპირატესობები:

  • მოხმარების სიმარტივე;
  • პროექტის პროცესების ეფექტიანი მონიტორინგი;
  • პროექტების ანალიზის მომზადებისთვის დახარჯული დროის ეკონომია;
  • მონაცემების არასწორად შეტანის დაბალი ალბათობა

 

სისტემა შექმნილია სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობის შედეგად.

 

 

eDocument – საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა

პროექტის დაწყება: 2010 წლის აპრილი

ამჟამინდელი სტატუსი: ფუნქციონირებს (მიმდინარეობს განვითარება)

მომხმარებლები: სახელმწიფო უწყებები და კერძო ორგანიზაციები

პროექტის აღწერა: საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა არის საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ერთი-ერთი ყველაზე ინოვაციური, სრულყოფილი, პროგრესული და მძლავრი პროდუქტი. მისი მიზანია საქმისწარმოების პროცესების მაქსიმალური გამარტივება, ხელმისაწვდომობა და კომპიუტერიზაცია.

 

სისტემა უზრუნველყოფს საოფისე დოკუმენტაციის ეფექტურ ელექტრონულ მართვასა და საჭირო დოკუმენტებსა და დავალებებზე სწრაფ წვდომას. სისტემის საშუალებით მარტივად ხორციელდება დავალებების, მათზე რეაგირებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების მუდმივი მონიტორინგის პროცესი.

 

სისტემის შესაძლებლობები:

  • მარტივი და მომხმარებელზე მორგებული ინტერფეისი;
  • საკანცელარიო პროგრამების სტანდარტებთან თავსებადობა;
  • მარტივი ინტეგრირება სხვა სისტემებთან;
  • MS Office-თან ინტეგრაცია;
  • შაბლონების მართვა;
  • დოკუმენტების კატეგორიების მართვა კანცელარიის თანამშრომლების მიერ;
  • დამოუკიდებელი ქვეკანცელარიის არსებობის შესაძლებლობა;
  • დავალებების ეფექტიანი მართვა - მათი განაწილების შესაძლებლობა;
  • შესრულების მიმდინარეობის კონტროლი;
  • დავალებებზე ჯგუფური მუშაობის შესაძლებლობა;
  • ელექტრონული დადასტურების და ხელმოწერის შესაძლებლობა;
  • დოკუმენტის ვერსიების კონტროლი;
  • ფაქსიმილია;
  • ელექტრონული (ციფრული) ხელმოწერა;
  • დავალებებისა და დოკუმენტების ძებნის მოქნილი შესაძლებლობა;
  • თანამდებობრივი ისტორია;
  • დელეგირება;
  • დოკუმენტების არქივი;
  • ადრესატთა სქემები შიდა ტიპის დოკუმენტებში (სამსახურებრივი, ბრძანებები, განცხადებები და ა.შ.) ცირკულარული წერილების მომზადებისას (რამდენიმე მიმღების არსებობის შემთხვევაში);
  • სქემის გამოყენება რეზოლუციის დადებისას - გადაწერა სქემით;
  • რეზოლუციის რედაქტირება;
  • სქემის გამოყენება ვიზაზე გაგზავნისას;
  • ხელმოწერაზე გაგზავნის ფუნქციონალი;
  • ინდივიდუალური სქემა ყველა მომხმარებლისთვის;
  • შექმნილი და დამახსოვრებული სქემების შეუზღუდავი რაოდენობა;
  • შეტყობინებები - მოვლენები და სიახლეები;
  • დავალებების, დოკუმენტების სია თითოეულ პუნქტში;
  • ჩატვირთული დოკუმენტების რეესტრის მონაცემები;
  • ძებნის მექანიზმი;
  • შესრულებული და შეუსრულებელი დოკუმენტების კონტროლი;
  • "პირადი ფილტრები";
  • ძებნა და კონტროლი

 

სისტემის უპირატესობები:

  • დროის დაზოგვა;
  • დავალებების ეფექტური მართვა;
  • მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა;
  • დანერგვისა და განახლების მოქნილი სისტემა

 

eDocument-ით სარგებლობენ ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სახაზინო სამსახურის, შემოსავლების სამსახურის, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის თანამშრომლები, ჯამში 4000-მდე მომხმარებელი. სისტემა, აგრეთვე, დანერგილია 100-ზე მეტ სახელმწიფო ორგანიზაციაში.

 

 

eVMS - ვიზიტორთა მართვის ელექტრონული სისტემა

 

პროექტის დაწყება: 2014 წლის თებერვალი
ამჟამინდელი სტატუსიფუნქციონირებს (მიმდინარეობს განვითარება)
პროექტის დამკვეთი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მომხმარებლები: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
პროექტის აღწერავიზიტორთა მართვის ელექტრონული სისტემა - eVMS არის ახალი, ინოვაციური პროდუქტი, რომელიც წარმოადგენს სტუმრების ვიზიტების აღრიცხვისა და საშვების გაცემის ელექტრონულ სისტემას. სისტემის დანიშნულებაა ნებისმიერი უწყებისა და ორგანიზაციის სტუმრების საშვების დაშვებისა და გაცემის პროცესის ავტომატიზება. 
 

eVMS მარტივი, მოქნილი და მომხმარებლისთვის ადვილად გამოსაყენებელია.

 
 
სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ფინანსთა სამინისტროს სისტემისა და სხვა სახელმწიფო უწყებების ვებრესურსების განვითარება. იხილეთ სამსახურის ვებპორტფოლიო:
http://www.fas.ge/portfolio

 

 

 

 

eDocument - დოკუმენტბრუნვის მართვის სისტემა

 

eHRMS - ადამიანური რესურსების მართვის სისტემა