ბმულები

 


საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის ახალი ვერსიის პრეზენტაცია-სემინარები

საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის (eDocument) განახლებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია-სემინარები მიმდინარეობს იმ სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებში, სადაც დანერგილია აღნიშნული სისტემა, მათ შორის რეგიონებში. 

 
სისტემის ახალი ვერსია სრულიად თავსებადია ყველა თანამედროვე ვებ-ბრაუზერთან (Google Chrome, Microsoft Edge, Opera, Mozilla და სხვა) . სწორედ ამიტომ, მისი გამოყენება/მხარდაჭერა შესაძლებელია როგორც კომპიუტერებზე,  ასევე პლანშეტურ მოწყობილობებზე, იმის მიუხედავად, რომელი საოპერაციო სისტემით არის ის აღჭურვილი (Windows, MacOS, Linux…).
 
ასევე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ტექნოლოგიური ცვლილებით eDocument-ში ნაწილობრივ რეალიზებულია 2017 წლის 21 აპრილს მიღებული “საქართველოს კანონი ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ”, (ამოქმედდება 2018 წლის 1 ივლისიდან), კერძოდ, შესაძლებელია ციფრული ხელმოწერა.
 
სისტემის ახალი ვერსია უფრო სწრაფია, მოქნილია და მომხმარებელს ბიზნესპროცესების მარტივად და ეფექტიანად მართვის საშუალებას აძლევს.