ბმულები

 


პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის პროგრამისტი (პირველი კატეგორია)

თანამდებობის სრული დასახელება

პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის პროგრამისტი (პირველი კატეგორია)

კონკურსის ტიპი

ღია კონკურსი

 

ორგანიზაციის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური (fas.ge) ხელს უწყობს სამინისტროს პრიორიტეტების და ამოცანების წარმატებულად განხორციელებას, სამინისტროს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების მხარდაჭერას და განვითარებას, შესაბამისი მომსახურეობის გაწევას. სამსახური ანვითარებს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებს, ელექტრონულ სერვისებს, უზრუნველყოფს მათ მდგრად, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებას, ზრუნავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ახორციელებს ახალ პროექტებს ელექტრონული მთავრობის სფეროში. სამსახური ხელს უწყობს ფინანსთა სამინისტროს ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საჭირო საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნას, ინფორმაციული და კიბერ-უსაფრთხოების ხელშეწყობას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას, ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო სისტემების ქვეყნის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცეში ინტეგრაციას.

 

კატეგორია

ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა:

18/12/2017

მინიმალური თანამდებობრივი სარგო

1600 ლარი               

ადგილების რაოდენობა:

2

სამსახურის ადგილმდებარეობა:

თბილისი

სამუშაოს ტიპი:

სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა:

1 თვე

 

ფუნქციები

  • პროგრამული კოდის შემუშავება;
  • არსებული პროგრამული კოდის რევიზია, ოპტიმიზაცია, გაუმჯობესება;
  • შემუშავებული კოდის ტესტირება სპეციალურად ამისათვის შექმნილ სატესტო გარემოში, შესაბამისი პროგრამული სკრიპტების რეალიზაცია, ავტომატური ტესტების შექმნა;
  • პროგრამული სისტემების მხარდაჭერა და მათი მონიტორინგი;
  • აქტიური თანამშრომლობა უწყების სხვა დეპარტამენტებთან პროგრამული სისტემების შემდგომი განვითარების, ინციდენტების მართვის და გაუმჯობესების კუთხით;
  • კონსულტაციებისა და ტექნიკური დახმარების გაწევა უწყების სხვა დეპარტამენტების თანამშრომლებისათვის მომხმარებლის სახელმძღვანელოების, სპეციფიკაციებისა და სხვა დოკუმენტაციის შექმნისას;
  • სხვა მოვალეობებისა და დავალებების შესრულება სამსახურის/დეპარტამენტის ხელმძღვანელის/ჯგუფის ლიდერის მითითებით (დეპარტამენტის ზოგადი ამოცანების/პროექტების და პროფესიონალური კომპეტენციის ფარგლებში).

 

მოთხოვნები

  • მინიმალური განათლება                     ბაკალავრი
  • სამუშაო გამოცდილება                        2 წელი

                                                                                                                                                                                               

 

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები

პროგრამის დასახელება

ცოდნის დონე

C#

ძალიან კარგი

SQL      

კარგი

HTML     

კარგი

JavaScript

კარგი

                                           
                                                                                                                                                                                               

ენები

ენა

წერითი უნარები

მეტყველება

ქართული

C1

C1

English

B1

B1

                                                                                                                                                                                               

საკონტაქტო ინფორმაცია

  • საკონკურსო კომისიის მისამართი      ქ. თბილისი, გორგასლის ქ. 16
  • საკონტაქტო ელ-ფოსტა                                                   fas.hr@mof.ge
  • საკონტაქტო ტელეფონები                                              2261332
  • საკონტაქტო პირი                                                             ნატალია ლომიძე

                                                                                                                                                                                               

 

დამატებითი მოთხოვნები:

შესაბამის სფეროში არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.

 

უნარ-ჩვევები

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დამოუკიდებელად მუშაობის უნარი;
  • საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა.

 

დარგობრივი მოთხოვნები:

აუცილებელი

  • .NET Framework-ის, C#-ის ცოდნა,  შესაბამისი აპლიკაციების შემუშავების გამოცდილება.
  • რელაციული მონაცემთა ბაზის თეორიის, SQL-ის ცოდნა. Microsoft SQL Server-ის ბაზაზე აპლიკაციების შემუშავების გამოცდილება;

 

კომპიუტერული პროგრამების ცოდნის დონე:

  • დარგობრივ მოთხოვნებთან დაკავშირებული პროგრამული პაკეტები:
  • Microsoft Visual Studio - კარგი
  • Microsoft SQL Server Management Studio - კარგი

 

დამატებითი ინფორმაცია

აუცილებელია კანდიდატმა ატვირთოს:  

  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად;
  • სამოტივაციო წერილი. 

                                                                                                                                                                                               
კონკურსის ეტაპები

  • განცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება

                                                                                                                                                                                               

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

                                                                                                                                                                                               
კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით. კონკურსში მონაწილეობისთვის და რეზიუმეს (cv) წარდგენისთვის გთხოთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე