ბმულები

 


პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის პროგრამისტი (მეორე კატეგორია)

თანამდებობის სრული დასახელება

პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის პროგრამისტი (მეორე კატეგორია)

კონკურსის ტიპი

ღია კონკურსი

 

ორგანიზაციის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური (fas.ge) ხელს უწყობს სამინისტროს პრიორიტეტების და ამოცანების წარმატებულად განხორციელებას, სამინისტროს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების მხარდაჭერას და განვითარებას, შესაბამისი მომსახურეობის გაწევას. სამსახური ანვითარებს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებს, ელექტრონულ სერვისებს, უზრუნველყოფს მათ მდგრად, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებას, ზრუნავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ახორციელებს ახალ პროექტებს ელექტრონული მთავრობის სფეროში. სამსახური ხელს უწყობს ფინანსთა სამინისტროს ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საჭირო საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნას, ინფორმაციული და კიბერ-უსაფრთხოების ხელშეწყობას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას, ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო სისტემების ქვეყნის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცეში ინტეგრაციას.

 

კატეგორია

ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა:

18/12/2017

მინიმალური თანამდებობრივი სარგო

1300 ლარი               

ადგილების რაოდენობა:

1

სამსახურის ადგილმდებარეობა:

თბილისი

სამუშაოს ტიპი:

სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა:

1 თვე

 

ფუნქციები

  • პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და მოდერნიზაცია;
  • პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებისა და ხარისხის კონტროლის პროცესში აქტიური მონაწილეობა (პროგრამირების პროცესთან და სატესტო გარემოს ადმინისტრირებასთან დაკავშირებით);
  • სამსახურის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ტექნიკური კონსულტაციების გაწევა და ტრენინგების ჩატარება;
  •  
  • პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის პროცესში წარმოშობილი პრობლემების აღმოფხვრა.
  • პროგრამული კოდის შემუშავება;
  • არსებული პროგრამული კოდის რევიზია, ოპტიმიზაცია, გაუმჯობესება;
  • შემუშავებული კოდის ტესტირება სპეციალურად ამისათვის შექმნილ სატესტო გარემოში, შესაბამისი პროგრამული სკრიპტების რეალიზაცია, ავტომატური ტესტების შექმნა;
  • პროგრამული სისტემების მხარდაჭერა და მათი მონიტორინგი;
  • აქტიური თანამშრომლობა უწყების სხვა დეპარტამენტებთან პროგრამული სისტემების შემდგომი განვითარების, ინციდენტების მართვის და გაუმჯობესების კუთხით;
  • სხვა მოვალეობებისა და დავალებების შესრულება სამსახურის/დეპარტამენტის ხელმძღვანელის/ჯგუფის ლიდერის მითითებით (დეპარტამენტის ზოგადი ამოცანების/პროექტების და პროფესიონალური კომპეტენციის ფარგლებში).
  • უფლებამოსილია სთხოვოს დასაბუთება, დასვას საკითხი, მოითხოვოს განმარტება, წარადგინოს საკუთარი ხედვა ჯგუფში არსებულ სამენეჯმენტო და ტექნიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

                                                                                                                                                                                               

 

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები

პროგრამის დასახელება

ცოდნის დონე

MS Word

კარგი

Excel    

კარგი

MS PowerPoint     

კარგი

MS Project

კარგი

MS Outlook

კარგი

                                          
                                                                                                                                                                                               

ენები

ენა

წერითი უნარები

მეტყველება

ქართული

C1

C1

English

B1

B1

                                                                                                                                                                                               

საკონტაქტო ინფორმაცია

  • საკონკურსო კომისიის მისამართი          ქ. თბილისი, გორგასლის ქ. 16
  • საკონტაქტო ელ-ფოსტა                                                   fas.hr@mof.ge
  • საკონტაქტო ტელეფონები                                              2261332
  • საკონტაქტო პირი                                                             ნატალია ლომიძე

                                                                                                                                                                                               

 

 

დამატებითი მოთხოვნები:

ბაკალავრი ან უმაღლეს სასწავლებელში დამამთავრებელ კურსის სტუდენტი.

 

უნარ-ჩვევები

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დამოუკიდებელად მუშაობის უნარი;
  • საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა.

 

დარგობრივი მოთხოვნები:

  • .NET Framework-ის, C#-ის. Microsoft Visual Studio-ს, ADO.NET, Entity Framework, LINQ -ის გამოყენების გამოცდილება;
  • რელაციული მონაცემთა ბაზის თეორიის, SQL-ის ცოდნა. Microsoft SQL Server-ის, TSQL -ის გამოყენების გამოცდილება;
  • XAML - ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროგრამული ტექნოლოგიების, Microsoft Silverlight, Windows Presentation Foundation, შესაბამისი პროგრამირების მოდელის (MVVM) და ინსტრუმენტარის (Microsoft Expression Blend) გამოყენების გამოცდილება;
  • Windows Communication Foundation ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება.

 

კომპიუტერული პროგრამების ცოდნის დონე:

  • დარგობრივ მოთხოვნებთან დაკავშირებული პროგრამული პაკეტები:
  • Microsoft Visual Studio - კარგი
  • Microsoft SQL Server Management Studio - კარგი
  • Microsoft Expression Blend - დამაკმაყოფილებელი

 

დამატებითი ინფორმაცია 

აუცილებელია კანდიდატმა ატვირთოს:  

  • სამოტივაციო წერილი. 

                                                                                                                                                                                               
კონკურსის ეტაპები

  • განცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება

                                                                                                                                                                                               

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

                                                                                                                                                                                               
კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით. კონკურსში მონაწილეობისთვის და რეზიუმეს (cv) წარდგენისთვის გთხოთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე