ბმულები

 


საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ინჟინერი

თანამდებობის სრული დასახელება

საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ინჟინერი

კონკურსის ტიპი

ღია კონკურსი

 

ორგანიზაციის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური (fas.ge) ხელს უწყობს სამინისტროს პრიორიტეტების და ამოცანების წარმატებულად განხორციელებას, სამინისტროს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების მხარდაჭერას და განვითარებას, შესაბამისი მომსახურეობის გაწევას. სამსახური ანვითარებს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებს, ელექტრონულ სერვისებს, უზრუნველყოფს მათ მდგრად, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებას, ზრუნავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ახორციელებს ახალ პროექტებს ელექტრონული მთავრობის სფეროში. სამსახური ხელს უწყობს ფინანსთა სამინისტროს ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საჭირო საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნას, ინფორმაციული და კიბერ-უსაფრთხოების ხელშეწყობას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას, ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო სისტემების ქვეყნის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცეში ინტეგრაციას.

 

კატეგორია

ინფორმაციული ტექნოლოგიები

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა:

18/12/2017

მინიმალური თანამდებობრივი სარგო

1100 ლარი               

ადგილების რაოდენობა:

1

სამსახურის ადგილმდებარეობა:

თბილისი

სამუშაოს ტიპი:

სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა:

3 თვე

 

ფუნქციები

მომართვების მიღება, პირველი რგოლის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა - ტექნიკური სამუშაოების განხორციელება სამინისტროს ICT - ინფრასტრუქტურაში, ტექნიკურ მომსახურებაზე მოთხოვნების მიღების უზრუნველყოფა, კომპიუტერული პარკის განახლებაზე მოთხოვნების მიღება, რეგულარული ტექნიკური სამუშაოების განხორციელება, პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა, პროგრამული უზრუნველყოფის, კომპიუტერული ტექნიკის ტესტირება, მომხმარებელთა რეგისტრაცია არსებულ სისტემებში (რეგისტრაცია სისტემებში, ლოკალურ ქსელში ჩართვა, ელექტრონული ფოსტით უზრუნველყოფა), რეგულარული პროფილაქტიკური ტექნიკური სამუშაოების შესრულება.

 

  • მომართვების მართვა
    • სატელეფონო, რაციით და სხვა მომართვების მიღება;
    • მომართვების რეგისტრაცია;
    • მომართვების პირველადი ანალიზი იდენტიფიცირება;
    • მომართვების კლასიფიკაცია;
    • ტექნიკური ინციდენტების ანალიზი და ანგარიშგება;
    • საჭიროების შემთხვევაში მომართვის თაობაზე ინფორმაციის გადაცემა მეორე რგოლის მხარდაჭერის ჯგუფზე;
    • მომართვების, ინციდენტების აღმოფხვრის შესახებ ინფორმაციის გაცემა;
    • მომართვების, ინციდენტების გადაჭრის შესახებ ინფორმაციის მომზადება და სისტემაში განთავსება;
    • მომართვების ანალიზი;
    • მომართვების შესახებ მონაცემების შეგროვება და სტატისტიკური ანგარიშების მომზადება.
  • პირველი რგოლის მხარდაჭერის უზრუველყოფა - ტექნიკური სამუშაოების განხორციელება სამინისტროს ICT - ინფრასტრუქტურაში:
    • სატელეფონო კონსულტაციების გაწევა;
    • ICT- ინფრასტრუქტურაში ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა, მოთხოვნის შესრულების და ინციდენტის აღმოფხვრის სამუშაოების შესრულება;
    • ICT- ინფრასტრუქტურაში ტექნიკურ პრობლემებთან დაკავშირებით ანალიზის ჩატარება და შესაბამისი სამუშაოების უზრუნველყოფა;
    • კომპიუტერული ტექნიკის,  მ.შ პერიფერიული, უსადენო მოწყობილობების გამართვა.

 

  • ტექნიკურ მომსახურებაზე მოთხოვნების მიღების უზრუნველყოფა:

ავტომატური სამუშაო ადგილების ტექნიკური უზრუნველყოფა:

    • მომხმარებელთა საინფორმაციო სისტემებში რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
    • სამუშაო ადგილის გამართვა;
    • არსებობის შემთხვევაში სამუშაო ადგილის პერიფერიული მოწყობილობებით აღჭურვა და მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
    • სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტების  ინსტალირება და განახლება პერსონალურ კომპიუტერებზე;
    • სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება და იმპლემენტაცია.
  • კომპიუტერული პარკის განახლებაზე მოთხოვნების მიღება
    • შესაძენი კომპიუტერული ტექნიკის იდენტიფიცირება, ინვეტარიზაცია;
    • საჭიროების დადგენა;
    • ტექნიკური სპეციფიკაციის დადგენა.

 

  • პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა
    • პროგრამული პროდუქტების დანერგვა / ცვლილებების დანერგვა;
    • პროგრამული პროდუქტის მომხმარებლებთან მიწოდების უზრუნველყოფა;
    • მომხმარებელთა სწავლება;
    • სასწავლო მასალების მომზადება და მიწოდება.
  • პროგრამული უზრუნველყოფის, კომპიუტერული ტექნიკის ტესტირება
    • ტესტირების გეგმის შედგენა;
    • ტესტირების სცენარების მომზადება;
    • ტესტირების უზრუნველყოფა;
    • ტესტირების შედეგების შესახებ ანგარიშის მომზადება.

 

  • მომხმარებელთა რეგისტრაცია არსებულ სისტემებში
    • (რეგისტრაცია სისტემებში, ლოკალურ ქსელში ჩართვა, ელექტრონული ფოსტით უზრუნველყოფა);
    • მომხმარებელთა რეგისტრაცია სისტემაში;
    • მომხმარებლების დაშვება სისტემაში;
    • უფლებების მინიჭება.

 

  • სხვა რეგულარული ტექნიკური სამუშაოების შესრულება
    • სისტემური პროგრამული უზრუნველყოფის რეგულარული განახლება;
    • აპლიკაციების პროგრამული უზრუნველყოფის განახლება;
    • კომპიუტერული ტექნიკის და ლოკალური ქსელის პერიოდული პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება;
    • პროფილაქტიკური შემოწმება;
    • სხვა რეგულარული ტექნიკური სამუშაოები.

 

                                                                                                                                                                                               
მოთხოვნები

  • საგანმანათლებლო ხარისხი                   უმაღლესი განათლება
  • სამუშაო გამოცდილება                           1 წელი

                                                                                                                                                                                               

 

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები

პროგრამის დასახელება

ცოდნის დონე

  • MS Office Word                    ძალიან კარგი
  • MS Office Excel                     ძალიან კარგი
  • MS Office PowerPoint         ძალიან კარგი
  • MS Office Visio                     ძალიან კარგი
  • MS Office Project                  ძალიან კარგი
  • MS Office SharePoint          ძალიან კარგი
  • MS Office Outlook                ძალიან კარგი
  • MS Office Lync                      ძალიან კარგი
  • Windows                                 ძალიან კარგი
  • MAC OS                                  ძალიან კარგი

                                                                                                                                                                                               

 

ენები

ენა

წერითი უნარები

მეტყველება

ქართული

C1

C1

English

A1

A1

                                                                                                                                                                                               

საკონტაქტო ინფორმაცია

  • საკონკურსო კომისიის მისამართი      ქ. თბილისი, გორგასლის ქ. 16
  • საკონტაქტო ელ-ფოსტა                                                   fas.hr@mof.ge
  • საკონტაქტო ტელეფონები                                              2261332
  • საკონტაქტო პირი                                                             ნატალია ლომიძე

                                                                                                                                                                                               

დამატებითი მოთხოვნები:

შესაბამის სფეროში 1 წლის გამოცდილება

  • ოპერაციული სისტემების საფუძვლიანი ცოდნა (MS Windows, OS);
  • ქსელის პროტოკოლების და ტექნოლოგიების ცოდნა;
  • კომპიუტერულ ტექნიკასთან და ოპერაციულ სისტემებთან მუშაობისას დამხმარე პროგრამების გამოყენების საფუძვლიანი ცოდნა (Commander, Backup and Restore და ა.შ.);
  • კომპიუტერული ტექნიკისა და ტექნოლოგიების (Hardware)  საფუძვლიანი ცოდნა;
  • პერიფერიული მოწყობილობების გამოყენების ცოდნა, მათ შორის უსადენო;
  • M-Applications ცოდნა, ინსტალაცია; მობილური ტელეფონების კონფიგურირება.
  • სასურველია Service Plus ან მსგავსი ტრეინინგების გავლის შესახებ დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენა.

 

უნარ-ჩვევები

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დამოუკიდებელად მუშაობის უნარი;
  • საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა.

 

დამატებითი ინფორმაცია

აუცილებელია კანდიდატმა ატვირთოს:

  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად;
  • სამოტივაციო წერილი.

                                                                                                                                                               

კონკურსის ეტაპები

  • განცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება

                                                                                                                                                                                               

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

                                                                                                                                                                                               
კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით. კონკურსში მონაწილეობისთვის და რეზიუმეს (cv) წარდგენისთვის გთხოთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე