ბმულები

 


საოპერაციო დეპარტამენტის სპეციალისტი

 

 

თანამდებობის სრული დასახელება

საოპერაციო დეპარტამენტის სპეციალისტი

კონკურსის ტიპი

ღია კონკურსი

 

ორგანიზაციის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური (fas.ge) ხელს უწყობს სამინისტროს პრიორიტეტების და ამოცანების წარმატებულად განხორციელებას, სამინისტროს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების მხარდაჭერას და განვითარებას, შესაბამისი მომსახურეობის გაწევას. სამსახური ანვითარებს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებს, ელექტრონულ სერვისებს, უზრუნველყოფს მათ მდგრად, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებას, ზრუნავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ახორციელებს ახალ პროექტებს ელექტრონული მთავრობის სფეროში. სამსახური ხელს უწყობს ფინანსთა სამინისტროს ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საჭირო საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნას, ინფორმაციული და კიბერ-უსაფრთხოების ხელშეწყობას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას, ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო სისტემების ქვეყნის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცეში ინტეგრაციას.

 

კატეგორია

ინფორმაციული ტექნოლოგიები

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა:

18/12/2017

მინიმალური თანამდებობრივი სარგო

830 ლარი               

ადგილების რაოდენობა:

2

სამსახურის ადგილმდებარეობა:

თბილისი

სამუშაოს ტიპი:

სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა:

3 თვე

ფუნქციები

მომართვების მართვა, ანალიზი, ანგარიშგება, პროგრამული უზრუნველყოფის პირველი რგოლის მხარდაჭერა, მომხმარებელთა რეგისტრაცია შესაბამისი სამუშაოების უზრუნველყოფა და შესრულების კონტროლი.

  • მომართვების მართვა
    • სატელეფონო და სხვა მომართვების მიღება;
    • მომართვების რეგისტრაცია;
    • მომართვების პირველადი ანალიზი იდენტიფიცირება;
    • მომართვების კლასიფიკაცია;
    • კონსულტაციის გაცემა;
    • საჭიროების შემთხვევაში მომართვის გადაცემა მხარდაჭერის პირველ რგოლზე (ინჟინრების ჯგუფზე);
    • საჭიროების შემთხვევაში მომართვის თაობაზე ინფორმაციის გადაცემა მეორე რგოლის მხარდაჭერის ჯგუფზე;
    • მომართვების აღმოფხვრის შესახებ ინფორმაციის გაცემა;
    • მომართვების, მ.შ ინციდენტების გადაჭრის შესახებ ინფორმაციის მომზადება და სისტემაში განთავსება;
    • მომართვების შესახებ მონაცემების შეგროვება და სტატისტიკური ანგარიშების მომზადება.
  • პირველი რგოლის მხარდაჭერის უზრუველყოფა
    • სატელეფონო კონსულტაციების გაწევა ;
    • არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის შესახებ მომხმარებელთა კონსულტაცია/სწავლება;
  • მომხმარებელთა რეგისტრაცია არსებულ სისტემებში
    • მომხმარებელთა რეგისტრაცია სისტემაში;
    • მომხმარებლების დაშვება სისტემაში;
    • უფლებების მინიჭება.

                                                                                                                                                                                               
მოთხოვნები

  • საგანმანათლებლო ხარისხი                   უმაღლესი განათლება
  • სამუშაო გამოცდილება                           1 წელი

                                                                                                                                                                                               

 

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები

პროგრამის დასახელება

ცოდნის დონე

MS Office Word

ძალიან კარგი

MS Office Excel

ძალიან კარგი

MS Office PowerPoint

ძალიან კარგი

MS Office SharePoint

ძალიან კარგი

MS Office Outlook 

ძალიან კარგი

MS Office Lync

ძალიან კარგი

Windows

ძალიან კარგი

MAC OS

ძალიან კარგი

                               
                                                                                                                                                                                               

ენები

ენა

წერითი უნარები

მეტყველება

ქართული

C1

C1

English

A1

A1

                                                                                                                                                                                               

საკონტაქტო ინფორმაცია

  • საკონკურსო კომისიის მისამართი      ქ. თბილისი, გორგასლის ქ. 16
  • საკონტაქტო ელ-ფოსტა                                                   fas.hr@mof.ge
  • საკონტაქტო ტელეფონები                                              2261332
  • საკონტაქტო პირი                                                             ნატალია ლომიძე

                                                                                                                                                                                               

დამატებითი მოთხოვნები:

შესაბამის სფეროში 1 წლის გამოცდილება

  • სატელეფონო კონსულტაციების გაწევის გამოცდილება;
  • ტექნიკური დავალების და მოთხოვნების ანალიზის გამოცდილება
  • პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების პროცესის ზოგადი ცოდნა
  • სასურველია Service Plus ან მსგავსი ტრეინინგების  გავლის შესახებ დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენა.

 

უნარ-ჩვევები

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დამოუკიდებელად მუშაობის უნარი;
  • საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა.

 

დამატებითი ინფორმაცია

 

აუცილებელია კანდიდატმა ატვირთოს: 

  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად;
  • სამოტივაციო წერილი. 

                                                                                                                                                               
კონკურსის ეტაპები

  • განცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება

                                                                                                                                                                                               

 

 

 

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

                                                                                                                                                                                               
კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით. კონკურსში მონაწილეობისთვის და რეზიუმეს (cv) წარდგენისთვის გთხოთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე