ბმულები

 


უფროსი ანალიტიკოსი

დამსაქმებელი

სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური

კატეგორია:

ინფორმაციული ტექნოლოგიები

თანამდებობის სრული დასახელება:

კვლევისა და სისტემური ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ანალიტიკოსი

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა:

2017.04.28

სარგო:

1300

ადგილების რაოდენობა: 

1

სამსახურის ადგილმდებარეობა:

თბილისი

სამუშაოს ტიპი:

სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა:

3 თვე

 

სამუშაოს მოკლე აღწერა

  • სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მომზადება;
  • კვლევების განხორციელება და მათი შედეგების მიწოდება/გამოქვეყნება, აგრეთვე ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და დამუშავება, სამინისტროსათვის გადამუშავებული სახით მიწოდების უზრუნველყოფა;
  • გრძელვადიანი პროექტების მომზადება და მართვა (კოორდინაცია), პროექტების განხორციელებისათვის საჭირო რესურსების (ადამიანური, ტექნიკური) დაგეგმვა, განაწილება და უზრუნველყოფა, პროექტების მართვასთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული ღონისძიებების ჩატარება;
  • მომსახურების ხარისხის მართვა;
  • ბიზნესპროცესების ანალიზი და პროექტების მართვა;
  • პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისათვის ამოცანების ანალიზი და განსაზღვრა;
  • სისტემების სპეციფიკაციებისა და არქიტექტურის შემუშავება.


მოთხოვნები

  • საგანმანათლებლო ხარისხი უმაღლესი განათლება
  • სამუშაო გამოცდილება 2 წელი

 

კომპიუტერული პროგრამების ცოდნის დონე:

  • MS Office Word - ძალიან კარგი
  • MS Office Excel - ძალიან კარგი
  • MS Office PowerPoint - ძალიან კარგი
  • MS Office Outlook - ძალიან კარგი
  • Windows - ძალიან კარგი
  • Internet/Web browsers - ძალიან კარგი

 

ენები

ენა

წერითი უნარები

მეტყველება

ქართული

ძალიან კარგი

ძალიან კარგი

English

დამაკმაყოფილებელი

დამაკმაყოფილებელი

 

საკონტაქტო ინფორმაცია

  • საკონტაქტო მისამართი ქ. თბილისი, გორგასლის ქ. 16
  • საკონტაქტო ტელეფონები 2261332
  • საკონტაქტო პირი ნატალია ლომიძე


დამატებითი მოთხოვნები:
• SQL Server Management Studio მონაცემთა ბაზების დამუშავების სისტემის ცოდნა სასურველია
• UML-ის ცოდნა სასურველია
• BPMN-ის ცოდნა სასურველია.

ფუნქციები და პასუხისმგებლობები

  • არსებული და ახალი ბიზნეს-პროცესების ანალიტიკური მხარდაჭერა;
  • ტექნიკური დავალების შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა;
  • პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებში ტექნიკური პრობლემების, ხარვეზებისა და ნაკლოვანებების აღმოჩენა, ანალიზი და კორექტირება;
  • პრობლემების გამოვლენის გზით რეკომენდაციების და შესაბამისი პროცედურების შემუშავება;
  • დეტალური ტესტირების გეგმის შემუშავება და ტესტირების პროცესის მხარდაჭერა პროგრამული სისტემის განვითარების მიზნით (ცვლილებებისა და დამატებების იდენტიფიცირება);
  • შემუშავებული საინფორმაციო სისტემების ბიზნეს მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა;
  • სხვა მოვალეობებისა და დავალებების შესრულება სამსახურის/დეპარტამენტის ხელმძღვანელის მითითებით.

 

უფლებამოსილებები

  • ტექნიკური დავალების შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში საპროექტო გუნდის მხარდაჭერა დასახული მიზნების მისაღწევად.

 

სამუშაოს სპეციფიკაცია
ზოგადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან ეკონომიკის განხრით (სასურველია სპეციალიზაცია ფინანსებში).
  • ფასიანი ქაღაღლდების და სახელმწიფო სესხების სპეციფიკაციის ცოდნას მიენიჭება უპირატესობა.

 

უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური, პრობლემების გადაწყვეტისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარები;
  • შემოქმედებითი აზროვნება და სირთულეების მიღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა, ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების ათვისების უნარი;
  • ერთდროულად რამოდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და მომხმარებლებთან ურთიერთობის უნარი;
  • პუნქტუალობა და დროის ეფექტიანი მართვა;
  • მშვიდი, გაწონასწორებული ხასიათი;
  • მზაობა ზეგანაკვეთური სამუშაოების შესრულებისთვის.

 

სამუშაო პირობები

  • ძირითადად საოფისე პირობებში, კომპიუტერთან მუშაობა.


დამატებითი ინფორმაცია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური (fas.ge) ხელს უწყობს სამინისტროს პრიორიტეტების და ამოცანების წარმატებულად განხორციელებას, სამინისტროს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების მხარდაჭერას და განვითარებას, შესაბამისი მომსახურეობის გაწევას. სამსახური ანვითარებს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებს, ელექტრონულ სერვისებს, უზრუნველყოფს მათ მდგრად, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებას, ზრუნავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ახორციელებს ახალ პროექტებს ელექტრონული მთავრობის სფეროში. სამსახური ხელს უწყობს ფინანსთა სამინისტროს ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საჭირო საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნას, ინფორმაციული და კიბერ-უსაფრთხოების ხელშეწყობას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას, ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო სისტემების ქვეყნის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცეში ინტეგრაციას.

კონკურსის ეტაპები

  • განცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადების წარდგენა შეიძლება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით. კონკურსში მონაწილეობისთვის და რეზიუმეს (cv) წარდგენისთვის გთხოთ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე - https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/42607