ბმულები

 


საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა თსუ-ს დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენლებმა დასაქმების ფორუმში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და სხვა  ფაკულტეტების დაინტერესებულმა მოქმედმა სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა მიიღეს ინფორმაცია სამსახურის საქმიანობის, სტაჟირების, პრაქტიკისა და დასაქმების პოლიტიკის შესახებ.

დასაქმების ფორუმი, რომელიც თსუ-ში უკვე მეორედ ჩატარდა, სტუდენტებისა და დამსაქმებლების დაახლოების ეფექტური გზაა. ფორუმი საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს პირადად შეხვდნენ და გაესაუბრონ მათთვის სასურველი კომპანიებისა და ორგანიზაციების ადამიანური რესურსების განყოფილებების წარმომადგენლებს, წარუდგინონ საკუთარი თავი, მიიღონ ინფორმაცია პოტენციური დამსაქმებლის მიმდინარე თუ სამომავლო საკადრო საჭიროებებზე.

ფორუმში მონაწილეობა მიიღო 70-ზე მეტმა საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციამ.