ბმულები

 


საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა (eDocument) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც დაინერგა

ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა eDocument ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც დაინერგა. სისტემის დანერგვას წინ უძღოდა პრეზენტაციები და უნივერსიტეტის თანამშრომლების ტრენინგები. საქმისწარმოების ელექტრონული სისტემით უნივერსიტეტში ამჟამად სარგებლობს 786 მომხმარებელი, ხოლო უახლოეს პერიოდში სისტემაში ჩაერთვება კიდევ 80 თანამშრომელი.

eDocument - ი ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურში შეიქმნა და სადღეისოდ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და მოთხოვნადი პროგრამული პროდუქტია ამ სფეროში.

საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა ორგანიზაციების სამსახურებრივი დოკუმენტებისა და დავალებების მართვის ეფექტური ინსტრუმენტია. მისი მიზანია საქმისწარმოების პროცესების ელექტრონიზაცია. სისტემა უზრუნველყოფს ქაღალდის დოკუმენტის ელექტრონულით ჩანაცვლებას, დავალებებზე სწრაფ წვდომას, დავალების განაწილებისა და შესრულების კონტროლს, ორგანიზაციული პროცესების მუდმივ მონიტორინგს, რაც მომხმარებელს საქმისწარმოების პროცესების მარტივად და ეფექტიანად მართვის საშუალებას აძლევს.

საქმისწარმოების ელექტრონული სისტემით eDocument უკვე სარგებლობს 220 საბიუჯეტო ორგანიზაცია და 23 165 მომხამარებელი ქვეყნის მასშტაბით.