ბმულები

 


სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ახალი სისტემის პრეზენტაცია

 2016 წლის 23 სექტემბერს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში „საქართველოს მუზეუმების კოლექციების ერთიანი საინფორმაციო სისტემის“ - egmc.gov.ge-ის პრეზენტაცია გამართა. სისტემა შეიქმნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ «საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის» მიერ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფინანსთა სამინისტროს სსიპ «საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის» უფროსის მოადგილე გიორგი ბაბაკიშვილი და აღნიშნული პროექტის მენეჯერი გოგუცა გელაშვილი.

 

საქართველოს მუზეუმების კოლექციების საინფორმაციო სისტემის შექმნის მიზანს წარმოადგენს საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვისა და მართვის მოქნილი, ერთიანი ცენტრალიზებული სისტემის უზრუნველყოფა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება მარტივად, ნებისმიერ დროს, რეალურ რეჟიმში ქვეყანაში არსებული სამუზეუმო ექსპონატების შესახებ ინფორმაციის მიღება და ანგარიშგების წარმოება.

სისტემის შექმნის პროცესი დასრულებულია, ასევე, მომზადებულია საინფორმაციო სისტემის მომხმარებელთა სახელმძღვანელო. ამ ეტაპზე სისტემაში, ტესტირების რეჟიმში, 6 მუზეუმია ჩართული. 2017 წლიდან კი საქართველოს მუზეუმების კოლექციების საინფორმაციო სისტემაში (egmc.gov.ge) ეტაპობრივად ყველა მუზეუმი ჩაერთვება.