ბმულები

 


პროგრამისტი

20 იანვარი 2016 წელი

ვაკანსია (შტატგარეშე მოსამსახურე) პროგრამისტი

 

ზოგადი ინფორმაცია

 

 

დამსაქმებელი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური

თანამდებობის სრული დასახელება

(შტატგარეშე მოსამსახურე) პროგრამისტი

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა

05.02.2016

ანაზღაურება

შეთანხმებით, დამოკიდებულია პრეტენდენტის კვალიფიკაციაზე

 

ადგილების რაოდენობა

1

სამსახურის ადგილმდებარეობა

თბილისი, გორგასლის ქ. #16

სამუშაოს ტიპი

სრული განაკვეთი

 

სამუშაოს მოკლე აღწერა

  • პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და მოდერნიზაცია;
  • პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებისა და ხარისხის კონტროლის პროცესში აქტიური მონაწილეობა (პროგრამირების პროცესთან და სატესტო გარემოს ადმინისტრირებასთან დაკავშირებით);
  • სამსახურის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ტექნიკური კონსულტაციების გაწევა და ტრენინგების ჩატარება;
  • პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის პროცესში წარმოშობილი პრობლემების აღმოფხვრა.

 

ფუნქციები და პასუხისმგებლობები

  • პროგრამული კოდის შემუშავება;
  • არსებული პროგრამული კოდის რევიზია, ოპტიმიზაცია, გაუმჯობესება;
  • შემუშავებული კოდის ტესტირება სპეციალურად ამისათვის შექმნილ სატესტო გარემოში, შესაბამისი პროგრამული სკრიპტების რეალიზაცია, ავტომატური ტესტების შექმნა;
  • პროგრამული სისტემების მხარდაჭერა და მათი მონიტორინგი;
  • აქტიური თანამშრომლობა უწყების სხვა დეპარტამენტებთან პროგრამული სისტემების შემდგომი განვითარების, ინცინდენტების მართვის და გაუმჯობესების კუთხით;
  • სხვა მოვალეობებისა და დავალებების შესრულება სამსახურის/დეპარტამენტის ხელმძღვანელის/ჯგუფის ლიდერის მითითებით (დეპარტამენტის ზოგადი ამოცანების/პროექტების და პროფესიონალური კომპეტენციის ფარგლებში).

 

უფლებამოსილებები

  • უფლებამოსილია სთხოვოს დასაბუთება, დასვას საკითხი, მოითხოვოს განმარტება, წარადგინოს საკუთარი ხედვა ჯგუფში არსებულ სამენეჯმენტო და ტექნიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

 

სამუშაო პირობები

  • ძირითადად საოფისე პირობებში, კომპიუტერთან მუშაობა;
  • ყურადღების კონცენტრირების მაღალი დონე;
  • თანამშრომლებთან ყოველდღიური ურთიერთობა;
  • ხშირ შემთხვევაში 2 მონიტორთან მუშაობის საჭიროება;
  • პერიოდულად, ზეგანაკვეთურ საათებში მუშაობის აუცილებლობა;
  • პროექტების მოთხოვნებიდან გამომდინარე ზეგანაკვეთური საათების ხანგრძლივი გამოყენება (მარტო წინასწარი შეთანხმებით ორგანიზაციის მენეჯმენტთან).

 

სამუშაოს სპეციფიკაცია

 

ზოგადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება (ბაკალავრი ან ბაკალავრთან გათანაბრებული) ან უმაღლეს სასწავლებელში დამამთავრებელ კურსზე სწავლა.

 

უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვა;
  • ერთდროულად რამოდენიმე (2 ან მეტი) ამოცანაზე მუშაობის უნარი;
  • არანორმირებული სამუშაო დღის პირობებში ეფექტური მოღვაწეობის უნარი;
  • ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი.

 

დარგობრივი მოთხოვნები:

  • NET Framework-ის, C#-ის. Microsoft Visual Studio-ს გამოყენების გამოცდილება;
  • რელაციული მონაცემთა ბაზის (Microsoft SQL Server) თეორიის, SQL-ის ცოდნა;

 

**XAML - ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროგრამული ტექნოლოგიების და ინსტრუმენტარის გამოყენების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
***HTML/Web ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროგრამული ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

 

დარგობრივ მოთხოვნებთან დაკავშირებული პროგრამული პაკეტები:

  • Microsoft Visual Studio - კარგი
  • Microsoft SQL Server Management Studio - კარგი

 

ენების ფლობის დონეები:

  • ქართული - კარგი
  • ინგლისური - კარგი

 

დამატებითი ინფორმაცია

რეზიუმეს (CV) წარმოდგენა უნდა განხორციელდეს შემდეგ ელ.ფოსტა-ზე fas.hr@mof.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო-ანალიტიკური სამსახური (fas.ge) ხელს უწყობს სამინისტროს პრიორიტეტების და ამოცანების წარმატებულად განხორციელებას, სამინისტროს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების მხარდაჭერას და განვითარებას, შესაბამისი მომსახურეობის გაწევას. სამსახური ანვითარებს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებს, ელექტრონულ სერვისებს, უზრუნველყოფს მათ მდგრად, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებას, ზრუნავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ახორციელებს ახალ პროექტებს ელექტრონული მთავრობის სფეროში. სამსახური ხელს უწყობს ფინანსთა სამინისტროს ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საჭირო საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნას, ინფორმაციული და კიბერ-უსაფრთხოების ხელშეწყობას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას, ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო სისტემების ქვეყნის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცეში ინტეგრაციას.