ბმულები

 






28-თებერვალი-2014

28 თებერვალს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ინიციატივით ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ჩატარდა სემინარი თემაზე „ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ელექტრონული არქივირება“. სემინარი ჩაატრეს „ევროკავშირის დახმარების პროექტის“ ავსტრიელმა ექსპერტებმა: ევროკავშირის პროექტის ადგილობრივმა კოორდინატორმა იონას ვერნერმა, ავსტრიის სახელმწიფო არქივის ციფრული არქივის დანაყოფის ხელმძღვანელმა ჰანეს კულოვიცმა, ვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ანდრეს რაუბერმა.

11-თებერვალი-2014

აჭარაში გრძელდება საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ელექტრონული სისტემების დანერგვა. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ბიუჟეტისა და ხაზინის სისტემების გაშვების შემდეგ საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის „საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა“ დაინერგა ბათუმის მერიაში, საკრებულოსა და აჭარის ა/რ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში.

03-თებერვალი-2014

საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა ქვეყნის საჯარო ფინანსების მართვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის - ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის ძველი ვერსია ჩაანაცვლა თვისებრივად ახალი ვერსიით, რომელიც მთლიანობაში გაცილებით ურფო ეფექტიანს გახადის ბიუჯეტის მართვის პროცესს.