დისტანციური მხარდაჭერა

 

Teamviewer არის კომპიუტერების დისტანციურად უსაფრთხოდ მართვის პროგრამა. აღნიშნული პროგრამის გამოყენება საშუალებას გვაძლევს დახმარება გავუწიოთ მომხმარებლს, მისი მოთხოვნის, ნებართვის მიღების და მისი მეთავალყურეობის ქვეშ. მომხმარებლის პერსონალურ კომპიუტერში და ამ კომპიუტერში გაშვებულ პროგრამებში განვახორციელოთ პრობლემის დიაგნოსტიკა და გადაწყვეტა. დისტანციური წვდომისთვის საჭიროა ორივე კომპიუტერზე, ვინც ეხმარება და ვისაც ვეხმარებით, გაშვებული იყოს Teamviewer პროგრამა. ამისათვის მომხმარებელმა უნდა განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

დააწკაპუნეთ ბანერს "ჩამოტვირთვა", რის შემდეგაც ჩაიტვირთება გვერდი და გამოვა პროგრამის ინსტალაციის შესრულების ფორმა.

 

 

წარმოგიდგენთ 2 გავრცელებულ ვარიანტს, რომელიც შეიძლება გამოვიდეს თქვენს კომპიუტრში მართვის მიღებაზე:
1 ვარიანტი

 

 

ვარიანტი 2


 

ვაწკაპუნებთ ღილაკზე “Run”, რის შემდეგ დაიწყება ინსტალაცია. ინსტალაციის დასრულების შემდეგ გამოდის Teamviewer პროგრამის ფორმა. პროგრამა თვითონ აგენერირებს მომხმარებლის ნომერს და ერთჯერად პაროლს. 

დააჭირეთ ღილაკს “Run” და დაელოდეთ, სანამ არ გაიხსნება დისტანციური კავშირის სპეციალური ფორმა. ფორმაში მითითებულია მომხმარებლის ნომერი "Your ID"  და პაროლი "Password". აღნიშნული ციფრები უკარნახეთ სპეციალისტს, რაც ნიშნავს თანხმობას, რაც არის დასტური მომხმარებლის პერსონალურ კომპიუტერში.

 


გთხოვთ დაელოდოთ კავშირს. კავშირის დამყარების შემდეგ თქვენი - მომხმარებლის პერსონალური კომპიუტერის კონტროლი, გადავა სპეციალისტის კონტროლის ქვეშ, რომელიც შეძლებს კომპიუტერში საჭირო ოპერაციების განხორციელებას თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ. კავშირის გაწყვეტას გამოიწვევს ღილაკ Disconnect-ზე დაწკაპუნება ან პროგრამის გამორთვა.      

 

 

eDocument - დოკუმენტბრუნვის მართვის სისტემა

 

eHRMS - ადამიანური რესურსების მართვის სისტემა